გამარჯობათ, უკვე იმ ასაკს ვუახლოვდები საიდანაც განვლილი ცხოვრების გზის დანახვა
საკმაოდ კარგად არის შესაძლებელი და სწორი დასკვნები გამოსატანი.
უამრავი შეცდომა დავუშვი,მაგრამ ეგ ყველფერი ალბათ საჭირო იყო...
მქონდა პერიოდი როდესაც ჩემი ცხოვრების წლებს უაზროდ ვფლნგავდი და შევწირე:კომპიუტერულ თამაშებს,
ჯასთ სექს,ნარკოტიკებს,ალკოჰოლს,ჭამას და თვითგვემას. ზუსტად ორი წლის წინ დადგა ჩემს ცხოვრებაში
გარდამტეხი მომენტი,როდესაც საკითხი იდგა ასე "შეიძლება სამუდამოდ დამეხუჭა თვალი".
მიუხედავათ იმისა რომ დღემდე ვერ ვინელებ ჩემს გაფლანგულ წლებს და ეს ყველფერი ძალიან მაწუხებს
ვიცი რომ ვეღარაფერს შევცვლი და წარსულს ვერ დავაბრუნებ.
2017 მე საბოოლოოდ დავამარცხე ნარკოტიკები,ალკოჰოლი,გავთავისუფლდი ზედმეტი წონისგან და შიშიებისაგან.

ავიღე დიპლომი ,მაგრამ ამ დიპლომს არასოდეს გამოვიყენებ,უბრალოდ საკუთარ თავს დავუმტკიცე რომ მე ყველაფერი
შემიძლია. 2018 წელს ჩემი მიზნები: დავიწყო ჩემი ბიზნესი,აღვიდგინო ჯანმრთელობა,კერძოდ მოვირჩინო ფეხი...
დავიბრუნო პრავა

შემოვიარო მთელი საქართველო ჩემი მანქანით,ჩავწერო სიმღერები...
წავიკითხო 100 წიგნი

გაანვანახლო ვარჯიშები,წავიდე ბარსელონაში და დავესწრო ელ კლასიკოს,ან ისე რომელიმე თამაშს
გავხსნა ღამის კლუბი და ლიტერატურული კაფე. გამოვცვალო მანქანა. ჩამოვაყალიბოო პოლიტიკური პარტია (ეს უფრო მოვლის პერსპექტივა ),
მაგრამ ვეცდები ამ წელს საძირკველი ჩავუყარო... შევისწავლო ფრანგული და იტალიური ენები.
ყველას გისურვებთ თუ კეთილი და საღი მიზნები გაქვთ აგსრულებოდეთ
თემა რაზეც არის მიხვდით, ალბათ. იმედია მოდერნ არ დახურავს და წლის ბოლოს შევაჯამებთ ვინ რა შედეგები დავდეთ