გამოდის, ჩვენი არსებობა ხდება ქვიშის საათის ყველაზე ვიწრო და მუდმივ გამდინარე მომენტში?
მაღლა ნაწილში რაც დარჩა, თითქოს მომავალი უნდა იყოს, რომელიც თითქოს განუზომლად შეუცნობელი სივრცეა -
- მაგრამ არა, თურმე წინასწარაა მოცემული და მოთავსებული განსაზღვრულ სივრცეში?
ხოლო განვლილი ანუ წარსული ჩვენს წინაა, ქვემოთ, შემდეგ?

ჰო, ვიცი რომ თემა სხვაგანაა და ეს უბრალოდ, იმ მომენტში დაწერილი შედარება იყო, მაგრამ მე ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე
წარსულის, როგორც მომვალის და მომავლის, როგორც წარულის თანხვედრას, რომ ეს მენიშნა და ავღნიშნე.
თემაზე --> ეგეთია ადამიანი. ეს რომ არ ახასიათებდეს მის არსებობას, აღარც ადამიანი ერქმევა. ადამიანად ყოფნის ეშხიც მსგავს მომენტებშია.
გარედან დანახული კი დიდი სისულელე გამოდის, თუმცა ეგ არაფერს ცვლის.
მე დამეწყო ბოლო ხანებში, სიჩუმეში თვალებს ვხუჭავ და შინაგანად ვიზუალიზაცის ვაკეთებ, მაგრამ ამავდროულად კანითაც ვგრძნობ მაგ მდგომარეობას,
ე.ი. ვხედავ პლანეტა დედამიწას, უბირთვეს და უგიგანტურეს სიმრგვალეს შეშლილობამდე ფართო, ბნელ სივრცეში.
მასში კი, სადღაც ძააან შიგნით და ძაან პატარად საკუთარ თავს, შემდეგ მთლიანად ადამიანებს, მსფოლიოს, ფუსფუსს და ისეთი სასიამოვნო აბსურდი მეუფლება, მომწონს.
ამის წინ კი, ანუ წუხელ, ვნახე ფილმი, კოსმოსში იბადება ასტეროიდი ან არ ვიცი რა იყო. ისმის კოსმიური ხმები. უცებ, წარმოვიდგინე,
როგორც ამ სამყაროში ყველა მიკრო თუ მარკო ორგანიზმია, სწორედ ისე იყო ის დაბადება და ხმაური ადამიანის ჩანასახის განვითარება დედის მუცელში.
გამოვიდა, რომ დედამიწა არის ჩანასახის ჩანასახი და შეიძლება კიდევ უარესი ----> ჩანასახის ჩანასახის ჩანასახი.

თუმცა, ეს საერთოდ არაფერს ცვლის, სანამ ადამიანი იქნება, მანამ იქნება ასეთი სულელური, საყვარელი და თითქოს არაგონივრული არსებობა.
სინამდვილეში კი, ჩვენი არსებობის ეშხიც ამ შეზღუდულობაშია. სამყაროს შეუზღუდავობა და შეუცნობლობაც გვეყოფა, ახლა ადამიანიც თუ არ განსხივოსნდა, რააა?!
This post has been edited by Estrella on 9 Jul 2017, 11:51