არანაირი მნიშვნელობა აქვს პლიუსია მინუსია ფაზაა ნოლია.... თუ ვინმე იტყვის პლიუსზე არის დატვირთა მეტი ან მინუსზე.... იქნება მცდარი მოსაზრება ..... ცხელდება ის მონაკვეთი რომელზედაც არის კონტაქტი ცუდი, არ აქვს მოჭერა კარგად (

ეს ისე ხუმრობით) სინამდვილეში მართლაც ასეა მჭიდრო კონტაქტი არ არის, მაგ დროს იზრდება შეხების ადგილას წინაღობა, წინაღობის დროს ძაბვის ვარდნას აქვს ადგილი. ფიზიკის კანონის მიხედვით სიმძლავრე ავღნიშნოთ P. ძაბვა U. ამპერი I. წინაღობა R.
P=U X I
P=I X I X R
P=U X U / R
აქ საუბარი არ არის დიდ წინაღობის წარმოქნაზე, დიდი წინაღობის შემთხვევაში ძაბვა იმდენად დაეცემა მომხმარებელი რაც იქნება მიერთებული სულაც არ იმუშავებს.... ლაპარაკია მცირე ძაბვის ვარდნაზე მაგალითად დავარდა 10 ვოლტი. დიდი არაფერია ეხლა ნებისმიერი მოხმარებელი 210 ვოლტზე კი არა 190 ვოლტზეც თავისუფლად მუშაობს....
მოდი გამოვთვალოთ დავარდა 10 ვოლტი მაგრამ სისტემა მუშაობს. პატარა წრიპინის ხმა შეიზლება სულაც არ ისმის
ჯერ ან არ გვესმის ხმაურია ოთახში ან ტელევიზორია ჩართული და ხმა ფარავს. მოხმარებელი არის ვთქვათ კომპიუტერი რომელსაც საშუალო სიმძლავრე ვთქვათ არის 200 ვატი. ვიცით მხოლოდ ძაბვა და სიმძლავრე ჩავსვათ ეს ჩიფრები ფორმულაში... ამ შემთხვევაში გამოგვადგება პირველი ფორმულა.... მივიღებთ რომ იმ პატარა მონაკვეთზე სადაც კარგი კონტაქტი არ არის დენის ძალას მივიღებთ 20 ამპერს.... 20 ამპერი არც ისე პატარა ციფრია თუ შტეფცელის და თუნდაც ვილკას აწერია მაქსიმალური დენის ძალა 5 ამპერი 10 ამპერი... ყველაზე ხარისხიანებს 16 ამპერი... მეტი მაღალ ამპერიანები სტანდარტული შტეფცელის და ვილკის 16 ამპერზე მეტი არ არსებობს.... თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ბაზარზე ბევრი ნაგავი და უხარისხო შტეფცელები და ვილკებია აბა 3.5 ლარად რა შტეფცელი უნდა იყიდო კაცმა და 1 ლარი ღირს ვილკები.... ასე თუ გავთვლით ეგენი 5 ამპერზეც ძლივს იქნებიან გათვლილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ავიღეთ ნაღდი 16 ამპერიანი რომლებიც 8-10-12 ლარი ღირს და 3-5 ლარიანი ვილკები. რომელიც მიუხედავად ხარისხისა ამ 20 ამპერს ვერ ეგენი გაუძლებენ. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ გამოვთვალეთ კომპიუტერის ვარიანტი. თუ კომპიუტერის მაგივრად იქნება უფრო დიდი სიმძლავრე ვთქვათ იგივე გეიმერული კოპი რომლის სიმძლავრე შეიზლება 400-500 ვატამდეც ავიდეს მაშინ შესაბამისად პროპორციურად აიწევს ამპერიც და ამ შემთხვევაში იმ პატარა სლაბ კონტაქტზე ამპერიც იზრდება და ავა 40-50 ამპერზე და აქ უკვე რამდენიმე წუთია საკმარისი რომ კონტაქტი გაცხელდეს, საუბარი აღარ არის უთოზე და პლიტაზე რომლებიც 1000 და მეტ ვატს მოიხმარს.....არც ის დაგვავიწყდეს რომ თუ ხარისხიანია ვთქვათ ვილკა და უხარისხოა შტეფცელი.... და მიცა ცუდი კონტაქტი, ზიანდება ვილკაც.... ან თუნდაც პირიქით იყოს, ან თუნდაც ხარისხიანი ორივე მაგრამ მოხდა რომ მოსლაბდა კონტაქტი, ყველაფერი ხდება რა იცი რა დროს რა გაფუჭდება ... ხანდახან ყველაფერს ჭირდება შემოწმება ხოლმე...გამორიცხული არაფერია. სადაც ნახავს სუსტ წერტილს იქ გაცხელდება.... ჩვენ მაგალითად მოვიყვანეთ 10 ვოლტის ვარდნა ... ხშირ შემთხვევაში არის უფრო ნაკლები. 5 ვოლტი 4 ...თუნდა 1 ვოლტი ფორმულა დავწერე გამოთვლა შეიძლება თუ 16 ამპერიან შტეფცელში ზუსტად დაჯდება 16 ამპერი დატვირთვა ეს არ ნიშნავს რომ ხანგრძლივად იმუშავებს .... რადგან ეს მისთვის მაქსიმუმია და დროთა განმავლობაში მაინც გამოვა მწყობრიდან.... საერთოდ ტეხნიკაში არ არის მიღებული რამე მოწყობილობის მუშაობა 100%-ით ... რესურსი უმცირდება. გარდა ამისა მოსახლეობის 95%-ს უბრალო 2.5....3.5 ლარიანი შტეფცელები უყენია... ნუ ეხლა კომპიუტერის ვილკა ცოტა ხაისხიანია ვიდრე ეს 3.5 ლარიანი შტეფცელები.... თუნდაც ტრაინიკები 10-15 ლარად რა ნორმალური ტრაინიკი უნდა იყიდო კაცმა თხელი სპილენძის ფირფიტები დევს შიგ.
თუ რამო ვერ გაიგეთ არ მოგერიდოთ... რაც შევძელი ავხსენი .
This post has been edited by procesora on 5 Jul 2017, 00:26