სომხურმა საზგადოებრივმა ორგანიზაცია "კრუნკ"-მა აფხაზეთში "სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" შექმნის შესახებ გამოაცხადა.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აფხაზეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პატარა "სახელმწიფოა", თუმცა მრავალეროვანი - "ჩვენ, სომხები, აფხაზეთის ძირძველი მაცხოვრებლები ვართ. უძველესი დროიდან სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნაში".
"სომხები აფხაზეთში მოძმე აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, თურქი თუ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩვენ აფხაზებთან ერთად, აფხაზეთის საზღვრები სურამის უღელტეხილამდე გავაფართოვეთ. რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს, ჩვენი უფლებები ილახებოდა, სომეხ საზოგადოებას კულტურული განვითარების შესაძლებლობა არ ეძლეოდა, იკრძალებოდა სომხური სკოლები. ასევე, არ გვეძლეოდა სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სომხური ეკლესიის მშენებლობაც ვერ მოხერხდა", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სომხები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ "ქართული ფაშიზმის" წინააღმდეგ ბრძოლაში. "ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის გმირი, თუმცა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ისინი ახალ აფხაზურ ფაშიზმს შეეჯახნენ".
"მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა აფხაზური ხელისუფლების თავდასხმების ობიექტი ხდება". აფხაზეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ამცირებს რესპუბლიკაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობას - ჩვენ არ გვეძლევა ტაძრების მშენებლობის ნება, არ გვაძლევენ სომხური სკოლის, თეატრის და კულტურული ცენტრების გახსნის საშუალებას", - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთში მცხოვრები სომხების განცხადებით, "ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ მათი უფლებები შელახული ყოფილიყო".
"ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია "კრუნკი" და აფხაზეთის სომხური საზოგადოება აცხადებს: აფხაზეთის ძირძველ სომხურ მოსახლეობას ყველა კანონიერი საფუძველი გააჩნია, აფხაზეთში სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნისთვის".
განცხადების ავტორთა თქმით, აფხაზეთში სომხურ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნა აუცილებელია სომხების ეთნოკულტურული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეს ასევე ხელს შეუწყობს ეროვნებათშორის სტაბილურობის მიღწევას და ნაციონალურ საფუძველზე კონფლიქტების არიდებას.
"ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს შიდა და საგარეო ვაჭრობის საკითხებზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, შიდა პოლიტიკური შეთანხმებების დამოუკიდებლად მიღება, თვითმყოფადობის შენარჩუნება, ენის, განათლებისა და ეროვნული კულტურის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ სომხური მოსახლეობა აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენს, ამ ეტაპზე კმაყოფილდება სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნით".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთში სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიიისთვის ითხოვენ გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს.
"აღსანიშნავია, რომ ამ რაიონებში ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხები უმრავლესობას წარმოადგენენ. სომხური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნის შესახებ კანონპროექტი სომეხ დეპუტატებს ლ.გალუსტიანსა და რ. იალიანს გადაეცემა, რათა ის შემდგომში აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს. ჩვენ, "კრუნკის" წევრები ვიმედოვნებთ, რომ ძმური აფხაზი ხალხი გაგებით მოეკიდება მრავალტანჯული სომეხი ხალხის მოთხოვნებს და ჩვენ მოგვცემენ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას აღნიშნულ რაიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
http://pia.ge/post/134189-somxebma-afxazet...tonomia-seqmnesროდიდან გახდა სომხები აფხაზეთის ძირძველი და აბორიგენი ?
ეხლა ესენი ღირსნი არ არიან გადაუკეტო გაზის ტრუბა დაუკეტო სახმელეთო საზღვარი და ვაბშე ჩაკეტო საზღვარი სომხეთთან მაგრამ სად გვაქვს თავმოყვარეობა ? ყველაზე ჩმორი ერი ვართ დედამიწაზე სადაც ერთი მუჭა აფხაზი და სომეხი ერთნაირად გვიტრაკებს სომხები ტერიტორიას გპარავენ და ჩვენი პოლიტიკოსები ყვერებს იფხანენ

აფხაზეთს არა ჩემს Y დავიბრუნებთ