Guro_კომპაქტი გინდა თუ DSLR?
DSLR-ის შემთხვევაში (მაგალითად Nikon D5300) უნდა გაითვალისწინო რამოდენიმე მომენტი:
1) დიდი ზომა. თუ მარტო სახლში არ იღებ სურათებს და გადაადგილდები DSLR საკმაოდ მძიმე სათრევია
2) DSLR-ის შემთხვევაში თვითონ აპარატის გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლინზებს (ავტომატურად რაც მოჰყვება როგორც წესი ნაგავია). ლინზები კი როგორც წესი აპარატზე ძვირი ღირს.
3) DSLR-ით კარგი სურათების გადაღების დამუღამებას დრო სჭირდება. Auto/jpeg რეჟიმში როგორც წესი კამერის პოტენციალს ვერ დაინახავ.
თუ DSLR-ს გადაწყვიტავ ან Nikon უნდა იყოს და ან Canon, სხვა კამერების განხილვა არც ღირს.
შენს ფასში მე მაინც კარგ კომპაქტს ვიყიდდი. მსუბუქი, სწრაფი, იაფი (DSLR + ლინზებთან შედარებით) და მარტივია ეგეთი კამერები, ამავე დროს კარგ კომპაქტებს ძალია კარგი ხარისხი აქვთ. Canon G7x, და Sony RX100 (შენს ბიუჯეტში ალბათ Mark III) არის ძალიან კარგი ხარისხის კამერები