რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” განცხადებას ავრცელებს
10:05 29-07-2017
რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” არ იყიდება, - ამის შესახებ მისი დამფუძნებლების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გასხვისება ან სხვა მედიასაშუალებასთან გაერთიანება არ იგეგმება და ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში.
აღნიშნული განცხადებით კომპანიის დამფუძნებლები ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად, თითქოს „ფორტუნას“ გასხვისება იგეგმება.
კომპანიის გენერალური დირექტორის თამარ ჩიგოგიძის განცხადებით, ჰოლდინგი მრავალპროფილურად ვითარდება.
”2016 წელს კომპანიამ საზოგადოებას უკვე შესთავაზა ახალი პროექტი – „ფორტუნა აკადემია“, სასწავლო ტრეინინგ ცენტრი, რომლის მიზანია, ადამიანებს საშუალება მისცეს, განავითარონ უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით წარმართონ თავიანთი საქმიანობა და როგორც შედეგები აჩვენებს, საკმაოდ წარმატებული და პოპულარული პროექტია.
რაც მთავარია, ამჟამად სრული დატვირთვით მიმდინარეობს მზადება ახალი სეზონისთვის და უახლოეს მომავალში კომპანია საზოგადოებას უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო პროექტებს შესთავაზებს, როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი მიმართულებით, რათა უფრო მეტად განამტკიცოს ხალხის ნდობა და სიყვარული, რომელიც წლების განმავლობაში დაიმსახურა”, - განაცხადა ჩიგოგიძემ.
http://www.interpressnews.ge/ge/?device=desktopკვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო....
4.2.4. თემის შექმნა თემატურად შეუსაბამო ფორუმში
4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით
4.3.3.2. პროვოკაციული ქმედებები:ირიბი პროვოკაცია
4.3.1.4. მისთვის ცნობილი ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა