“ევროპულმა საქართველომ” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
თარიღი: ივლისი 09, 2017კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი, პოლიტიკა ბეჭდვა Email
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ”ევროპული საქართველო” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნ, რომელსაც პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას პოლიტიკაში.
”ქალების პოლიტიკაში მონაწილება მხოლოდ პოლიტიკა არ არის. ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენს მანდილოსნებს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოთ. საქართველო არის თამარ მეფის ქვეყანა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალის პატივისცემა მამაკაცის ღირსების ნაწილად ითვლებოდა. ამიტომ დღეს აუცილებელია საქართველოში ქალებს ეკავოთ ისეთივე ღირსეული ადგილი, როგორც ეს მთელი ისტორიის განმავლობაში იყო. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით გზას ვუხსნით მეტ ქალს პოლიტიკაში. გზას ვუხსნით იმას, რომ ქალებს ჰქონდეთ ღირსეული თანამდებობები და ღირსეული საქმიანობის მეტი პერსპექტივა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ

ევროსქიზმატებო, თქვე ჩემის ნანაცარებო... ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალი ვინმე არ გყავდათ პარტიაში, ეს არჩევნების გამყალბებელი ნეზვი რომ არ დაგენიშნათ?
1992, 1995, 1998, 1999, 2000, 2001, 2003 ამ წლების არჩევნების შედეგების ფალსიფიკაცია ამ დედაკაცისმაგვარი ობიექტის (დიახ ობიექტის!) დამსახურებაა...