Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(9)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დავით ქირია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3943
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08
#33934236
· 16 Nov 2012, 09:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მემგონი უპრიანი იქნება ამ თემის გახსნა, არ ვიცი საქართველოში რამდენად უყვართ K1, სპორტი რომელიც ევროპაში ყველაზე პოპულარული საბრძოლო სტილს წარმოადგენს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტად ითვლება...
სამწუხაროდ ბევრმა არც იცის, მაგრამ ამ სპორტის სახეობაში გვყავს ღირსეული წარმომადგენელი, რომლემაც თამამად ვიტყვი რომ, ყველაზე მეტს მიაღწია საბრძოლო სპორტში(კრივი, კიკ ბოქსინგი, შერეული საბრძოლო ხელოვნება, კარატე) ქართველებს შორის, რადგან არც კრივში და არც შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში არასოდეს გვყოლია სპორტსმენი რომელიც თავის წონაში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ორგანიზაციების შეჯიბრებში ღებულობდა მონაწილეობას და მითუმეტეს შედეგს აღწევდა... რაც შეეხება დავით ქირიას ის გაიზარდა ზუგდიდში და მისი საბაზო სპორტი იყო აშიჰარა კარატე, რომელშიც საქართველოში დახელოვნდა. მისი მონაცემები და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დარჩენილა და მიიწვიეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ K1ისა და შერეული საბრძოლო ხელოვნების სკოლა გოლდენ გლორიში სემი შილტის გუნდში.. სემი შილტი K1-ის ლეგენდაა და ყველაზე მეტი ტიტულიც აქვს მოპოვებული ამ სპორტში ისტორის მანძილზე. 17-18 წლიდან სემი შილტი თვითონ ავარჯიშებდა დათოს და უწევდა სპარინგ პარტნიორობასაც მიუხედავად გაბარიტებს შორის კოლოსალური სხვაობისა ... შედეგად მებრძოლის დონე ყოველ წლიურად მატულობდა და დრესაც დიდ პროგრესს განიცდის, მისი ყოველი ბრძოლა უკეთესია წინა ბრძოლაზე... მან სწრაფად აითვისა ხელით ბრძოლის ტექნიკა, რაც კარატის ბაზის გათვალისწინებით მისი სუსტი წერტილი იყო თავდაპირველად, არასოდეს უჩიოდა ფეხით ბრძოლის ტექნიკას, არის ძალიან გამძლე და რაც მთავარია მებრძოლი სპორტსმენი, რის გამოც WAR KIRIA შეარქვეს... თუმცა მისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის... მიმდინარე წელს დათომ მოახერხა და წლის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 4ეულში შევიდა, ტურნირში რომელშიც საერთოდ მონაწილეტა შორისაც კი არ მოიაზრებოდა და მხოლოდ ერთერთი მონაწილის ვერ გამოსვლის გამო ჩაერთო ტურნირში, კერძოდ ბრაზილიელი კოსმო ალექსანდრეს ნაცვლად...ნახევარფინალამდე გზად ორი უძლიერესი სპორტსმენი ჩამოიშორა ტაილანდური კრივის ვარსკვლავი და მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონი კემ სისტონგინონგი, როგორც წესი მუაი ტაის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ფეხით ჩხუბს და დათომაც არაფერში დაუდო ტოლი, ისეთი დარტყმები მიაყენა ფეხით მის მეტოქეს, რომ როგორც უცხოურ ფორუმებზე იწერებოდა თვითონ ტაილანდელი სპორტსმენი იყო ყველაზე მეტად გაკვირვებული დათოს ასეთი მოქმედებებით, რადგან ტაილანდელები მიჩვეულები არიან, მათ ფეხით ბრძოლაში ბადალი არ ყავთ. შედეგად კი დათომ პირველივე რაუნდში დოკდაუნში გაგზავნა ე.წ. მავაში გერის დარტყმით. დათოეს დათოს პირველი და ყველასთვის მოულოდნელი გამარჯვება იყო ამ ტურნირში, უმეტესობამ მისი სახელიც არ იცოდა მანამდე და ამ ყველასთვის უცნობმა სპორტსმენმა ტაილანდის სიამაყე უპრობლემოდ დაამარცხა.
ეს ბრძოლა გაიმარტა ბრიუსელში და გლორი ვორლდ სერიის ფინალური ეტაპი რამდენიმე თვის შემდეგ გაიმართა რომში, პირველი ბრძოლის შემდეგ მე ვაკვირდებოდი ევროპულ და ამერიკულ ფორუმებს, სადაც ყველა აღფრთოვანებული იყო დათოს ბრძოლით და უამრავი ფანიც გაიჩინა, ბევრი მის ჩემპიონობაზეც კი ალაპარაკდა და მას K1-ის ლეგენდას, აწ გარდაცვლილ ენდი ჰუგს ადარებდნენ, რადგან ჰუგიც კიოკუშინკაის(აშიჰარას მონათესავე კარატის სახეობა) წარმომადგენელი იყო. დათოს კი კიოკუშინკაი კარატეში ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული 2009 წელს.
ფინალურ ეტაპზე მისი მოწინააღმდეგე მეოთხედფინალში გახლდათ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სემში ბექირი, რომელმაც პირველ ბრძოლაში K1-ის ბოლო ათწლეულის ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი იოშიჰირო სატო დაამარცხა მერვედფინალში. ამ შეხვედრაშიც დათომ გამოამჟღავნა თავისი ბრძოლისუნარიანობა და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა
ნახევარ ფინალში მისი მეტოქე K1-ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი, ტურნირის აშკარა ფავორიტი და ამავე დროს მასპინძელი პეტროსიანი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს ტურნირიც მოიგო და 300 000 დოლარიც აიღო. ბრძოლა დათოს სასახელოდ უნდა ითქვას რომ აბსულიტურად გარდამავალი იყო და უცხოურ ფორუმებზე ბევრგან დაიწერა კიდეც რომ ასეთი რთული ბრძოლა პეტროსიანს არასოდეს ჩაუტარებიაო, საბოლოოდ მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება დათოს მეტოქემ მოიპოვა, თუმცა როგორც ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე თავად ქირიამ თქვა, ეს მისთვი უდიდესი გამოცდა იყო და მომავალ ბრძოლებში ის აუცილებლად უკეთესად იბრძოლებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Raven
INSIEME
ჯგუფი: Members
Raven
INSIEME
ჯგუფი: Members
წერილები: 46477
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05
#33934320
· 16 Nov 2012, 10:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
K1-ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი
მგონი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶
ჯგუფი: Members
Jorik
٩(●̮̮̃•̃)۶
ჯგუფი: Members
წერილები: 8811
წევრი No.: 49708
რეგისტრ.: 20-December 07
#33934666
· 16 Nov 2012, 10:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
K1-ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი, ტურნირის აშკარა ფავორიტი პეტროსიანი
:rolleyes:
This post has been edited by
Jorik
on 16 Nov 2012, 10:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3943
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08
#33934822
· 16 Nov 2012, 11:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Raven @ 16 Nov 2012, 10:05 )
QUOTE
K1-ის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი
მგონი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია
პეტროსიანზე დავწერე და ეგრეც არის. თან არც არის სადავო, 78 ბრძოლიდან მხოლოდ 1 წაგება აქვს ისიც 6 წლის უკან ფაქტიურად დამწყები რომ იყო და ისიც ტაილანდურ კრივში ტაილანდში ტაილანდელთან მსაჯთა გადაწყვეტილებით, არ მინახავს ეგ ბრძოლა მაგრამ დარწმუნებული ვარ მანდაც მსაჯებმა დაჩაგრეს უბრალოდ... ასეთი სტატისტიკა K1-ში არავის არ აქვს და არც ქონია არასოდეს, 2009 და 2010-ში ვორლდ მაქს მოიგო, 2011-ში არ ჩატარებულა და 2012 წლის მთავარი ტურნირიც გლორი ვორლდ სერიეს მოიგო და საერთოდ აფსოლიტურად ყველა ტურნირი მოიგო რომელშიც მონაწილეობა მიუღია, მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ ყველა დროის საუკეთესო იყოს? მიახლოვებული სტატისტიკაც კი არავის აქვს არა თუ უკეთესი...
K1-ში 2 პრესტიჟული წონაა სადაც ტარდებოდა ვორლდ მაქსი და ტურნირები ესაა მძიმა დე 70 კგ, მძიმე წონაში ყველაზე კაი შედეგი სემი შილტს აქვს სტატისტიკის მხრივ მაგრამ 6 წაგება მაინც აქვს და ვერცერთი კომპონენტით ვერ დააყენებ პეტროსიანზე წინ...
This post has been edited by
NIKA-999
on 16 Nov 2012, 11:07
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>>levani9<<
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
>>levani9<<
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10423
წევრი No.: 18006
რეგისტრ.: 10-March 06
#33938975
· 16 Nov 2012, 16:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგარი ყოფილა საღოლ აი ეს ვიდეო ვნახე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 143884
რეგისტრ.: 3-March 12
#33941088
· 16 Nov 2012, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
K1 მაგრად მევასებააა და ქართველი თუ გამოდიოდა არც ვიცოდი ძაან კარგია პროსტა ჰოლანდიის სახელით როა ეგ ტეხავს მოკლედ ეს სპორტის სახეობა ვერ განავითAრეს საქართველოში არადაა მაგრად გავქაჩავდით : )) მაიცა ეს პუ რამუკი, სატო, ენდი სოიერის წონაში გამოდიის???? ყველაზე მაგრები 70კილოში ესენი არიან 2010წლამდე სუ ვუყურებდი ხოლმე მერე ევრო სპორტი გამითიშეს და ბოლო ორი წელი აღარ ვიცი რა მოხდა :D მანდ ერთი სომეხი გამოდიოდა კიდე გაგო დრაგო ჯერ ჰოლანდიის სახელით გამოდიოდა მერე სომხეთის სახელით ნუ პურამუკზეე და ენდი სოიერზე წინ მაინც ვერ დავაყენებ მაგ პეტროსიანს ისე სგ 2009,2010წლის მაქსის ჩემპიონია თან ფინალები სოიერს და სატოს მოუგო : ))
This post has been edited by
Dato19
on 16 Nov 2012, 19:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3943
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08
#33944051
· 16 Nov 2012, 22:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dato19 @ 16 Nov 2012, 19:02 )

არ გამოდის ჰოლანდიის სახელით... საქართველოს სახელით გამოდის და ყველგან ახსენებენ რომ მებრძოლი საქართველოდან არის, დაჯე დადებით კონსპექტშიც... ჰოლანდიაში უბრალოდ ვარჯიშობს, ეგრე ყველა მაღალი დონის სპორტსმენი ჰოლანდიაში გადადის სავარჯიშოდ იქ არის ყველაზე დიდი სკოლა და ეს გოლდენ გლორიც ჰოლანდიური ფედერაციაა და შესაბამისად ჰოლანდია არის K1-ის ცენტრი, თორე ეგრე ბადრ ჰარიც ჰოლანდიაში ვარჯიშობს თუმცა მაროკოელია დე კიდევ ბევრი...
ამ ტურნირზე სატოც მონაწილეობდა და ვინც სატოს მოუგო იმას მოუგო მეოთხედფინალი ქირიამ, სოიერს რაც შეეხება უკვე აღარაფერია, არტურ კუშენკომ ცოტა ხნის წინ გახია ცემაში... ბუაკაო მაგარია კი მაგრამ პეტროსიანთან ახლოს ვერცერთი მივა, სოიერს 2ჯერ შეხვდა პეტრო და ორჯერვე მოუგო, თან პატარა იყო ჯერ მაშინ, 2008-იდან გამოდის პეტრო 70 კგ-ში და მას მერე სადაც რამე იყო ყველაფერი მოიგო, მანამდეც 65 და 67 კილომდე მუაი ტაის მსოფლიო ჩემპიონატები აქვს მოგებული, ბუაკაოს შეხვდა 20 წლის პეტროსიანი საერთოდ რომ არავინ იცოდა ვინ იყო, ტაილანდში ტაილანდური კრივის წესებით, თან იცი როგორი ტურნირი იყო, აი ბუაკაოს რომ უეჭველი უნდა მოეგო და ვიღაც სუსტი რომ შეახვედრეს იდეაში და პეტროსიანმა გახია ცემაში, მაგრამ მაინც ფრე მისცეს მსაჯებმა... ისეთი შეხვედრა იყო რომ ნკაუტი თუ არა სხვა შემთხვევაში პეტროს გამარჯვებას არ მისცემდნენ. ქირიას რაც შეეხება დღესდღეობით მსოფლიოს მე9 ნომერა რეიტინგით, თუმცა რეალურად წლის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მხოლოდ პეტროს და ვან რუსმალენს ჩამორჩა, ფაქტიურად ნებისმიერ მეტოქესთან როვნი ჩხუბი შეუძლია... ერთადერთი ჩხუბი რომელშიც აშკარად გაუჭირდა ნიკი ჰოლცკენთან იყო, თუმცა ის ჩხუბი თავისთვის მძიმე წონაში ჩაატარა და შანსიც არ ქონდა 1 თავით მაღალ და მძიმე, თან გამოცდილ მეტოქესთან... ცნობილი მებრძოლებიდან დათოს აქამდე გამართული აქვს ბრძოლები პეტროსიანის, ჰოლცკენის, კემისა და ბექირის გარდა ჩაბართან, მარკო პიკესესთან, რობინ ვან რუსმალენთან და ფაბიო პინკასთან...
ძაან მინდა რომ ბუაკაოს შეხვდეს ქირია, 99% დარწმუნებული ვარ რომ მოუგებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 143884
რეგისტრ.: 3-March 12
#33945736
· 17 Nov 2012, 00:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(NIKA-999 @ 16 Nov 2012, 22:32 )

ეროვნებით ქართველი როა და ახსენებენ ეგ გასაგებია უბრალოდ მთავარია მანდ ვისი სახელით გამოდიხარ და ვიკიპედიაში უწერია ჰოლანდია ანუ ჰოლანდიის სახელით გამოდის და ეგ ტეხავს თორე უბრალოდ იქ რო ვარჯიშობდეს ეგ რა მოხდა მერე მოკლედ ეს სპორტი რო განვავითაროთ საქართველოში მაგარი იქნება სომხებმა როგორ უნდა გვაჯობოს 2სპორტსმენი მაინც უნდა გაგვყავდეს ჩვენი სახელით : )) ვაა პეტროსიანი ეგეთი მაგარიც თუ იყო ნაღდად არ მეგონა :D ქირიასაც სგ მაგრად გაუქაჩია ბუა კაოს რო შეხვდეს მართლა ძაან მაგარი იქნება.... თუ იცი კიკბოქსინგში კ1 წესებით ადრე ნაკრებები რო ხვდებოდნენ საქართველოს მანდ ჩვენებიდან ბევრი კარგი გამოჩნდა და ვერცერთმა გაქაჩა ამ ქირიას გარდა????
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3943
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08
#33946092
· 17 Nov 2012, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dato19
QUOTE
ეროვნებით ქართველი როა და ახსენებენ ეგ გასაგებია უბრალოდ მთავარია მანდ ვისი სახელით გამოდიხარ და ვიკიპედიაში უწერია ჰოლანდია
სად ნახე ჰოლანდია? საქართველო უწერია ვიკიპედიაშიც და ყველა შეჯიბრზეც ტიტლებზეც და ყველგან. ეგრე 90% K1-ის მებრძოლებისა ჰოლანდიაში ვარჯიშობს... ეგ იგივეა ქართველმა NBA-ში რომ ითამაშოს კალათბურთი... დაჯე ამ ტურნირის მიმოხილვაშიც როცა აღნიშნავდნენ რომ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობსო მაშინ თქვეს კიდეც საქართველოს წარმოადგენს დავით ქირიაო.... მოკლედ ღაღაცას შეცდომით იგებ, იმიტომ რომ აშკარად და დანამდვილებით ვიცი რომ საქართველოს სახელით გამოდის ყველგან და ყველა ტურნირში, ეგრე გოგოხიაა კიდე ერთი მაგრამ ის უკრაინის სახელით ასპარეზობს, ხოლო ქირია იმენნა საქართველოს სახელით. ვიკიპედიაში უბრალოდ წერია გოლდენ გლორის მისამართი Fighting out Zuidlaren, Netherlands of Team Golden Glory Zuidlaren. ამის მეტი არაფერი წერია ჰოლანდიაზე და ასეთი რამე აფსოლიტურად ყველა მებრძოლს უწერია ვინც გოლდენ გლორიში ვარჯიშობს. ტაილანდელები არ ვარჯიშობენ გოლდენ გლორიში მხოლოდ დანარჩენი ყველა გლდენ გლორიშია ახლა. ანუ კიკ ბოქსის NBA არის რა მარტივად რომ ვთქვათ... აი პეტროსიანი კი ნაღდად იტალიის მოქალაქეა და იტალიის სახელით გამოდის და იტალიაშია საერთოდაც გაზრდილი, ასე რომ პეტროსიანს სომხური მხოლოდ გვარი აქვს...
კი იყვნენ კაი ბიჭები მაგრამ ჰოლანდია ტრამპლინია აქ მაგ დონეზე ვერასოდეს მიხვალ, ანუ იცი როგორ არის, ნებისმიერი ქვეყანაში რაღაც დონეზე ვითარდება მებრძოლი და შემდეგ მიდიან ჰოლანდიაში, არიან თითო ოროლა მებრძოლები რომლებიც ბოლომდე თავის ქვეყანაში ვარჯიშობენ მაგრამ საქართველოში მაინც ძნელია რამის მიღწევა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 143884
რეგისტრ.: 3-March 12
#33946359
· 17 Nov 2012, 00:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(NIKA-999 @ 17 Nov 2012, 00:41 )

ხო მართალი ხარ ეხლა ვნახე ოფიციალურზე და საქართველოს სახელით გამოდის ვიკიპედიაში მარჯვენა მხარეს ზემოთ მოკლე ინფორმაცია რო წერია მანდ Fighting out of - Zuidlaren, Netherlands <<<<<<< ეს ეწერა და ამან შემაცდინა :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
akkai
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
akkai
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 43564
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07
#33946777
· 17 Nov 2012, 01:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
http://www.gloryworldseries.com/en/events/..._sso_check=true
საქართველოს სახელით გამოდის, საქართველოსი :)
https://www.youtube.com/watch?feature=playe...d&v=0TsShVsESIw
This post has been edited by
akkai
on 17 Nov 2012, 01:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 143884
რეგისტრ.: 3-March 12
#33947495
· 17 Nov 2012, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს სატო 185სმია და 70კგში გამოდის მაგრად ტეხაააააააავს მაგ სიმაღლის პატრონი მაგ წონაში მოდელები უფრო ჯანზე არიან ვიდრე ეს სპორტსმენია თუ ჯოხი ბლიად :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
NIKA-999
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3943
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08
#33949044
· 17 Nov 2012, 11:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Dato19 @ 17 Nov 2012, 02:32 )
ეს სატო 185სმია და 70კგში გამოდის მაგრად ტეხაააააააავს მაგ სიმაღლის პატრონი მაგ წონაში მოდელები უფრო ჯანზე არიან ვიდრე ეს სპორტსმენია თუ ჯოხი ბლიად :D
იცი რა ვერ გავიგეე აი არტურ კუშენკოც თითქმის სატოს სიმაღლეა და ისიც იგივე წონაა და რომ შეხედო ბევრად დიდს გავს... საერთოდაც კუშენკო ვისაც არ უნდა ეჩხუბებოდეს ყოველთვის ერთი 5-8 კგ-თი მძიმეს გავს... ისე კი სიმაღლე მაგარი კოზირია კიკ ბოქსინგში ნუ მთლად სატოსავით ყოფნა შეიძლება არც ისე კარგი იყოს მაგრამ 70 კგ-ში 180-182 სმ იდეალურია... სხვათაშორის ქართველებს გენეტიკური ნიჭი გვაქვს კიკ ბოქსინგის და უბრალოდ ჯერ ეს ნიჭი არავის გამოუყენებია იმ დონეზე რა დონეზეც შეიძლება ამის გამოყენება. ქირიას რაც შეეხება არაფერი განსაკუთრებული მონაცემები არ ქონია გარდა იმისა რომ მებრძოლია, მასზე ბევრად მაგარი მონაცემები სხვებს ქონდათ მაგრამ არავინ იშრომა და არ მოინდომა მასე, თორე ყველა პერსპექტიულ სპორტსმენს რომ ქირიასავით ევარჯიშა და წასულიყო ჰოლანდიაში გოლდენ გლორი ქართველებით გაივსებოდა... განსაკუთრებით ძველები იყვნენ მაგრები - გიგა კორძაძე თუ გაგიგიათ ძალიან სწრაფიც იყო ჭკვიანიც დიხანიაც მაგარი ქონდა 4-5 რაუნდი საერთოდ არ ჩერდებოდა, არ ვიცი რა ეკლდა მაგ ბიჭს რომ სოიერები და ბუაკაოები ერთმანეთის მიყოლებით ეცემა. თუმცა მაგარი უიღბლო იყო, 1 წელი ვარშიშობდა და 2 წელი ოპერაციებს იკეთებდა პლიუს ალბათ მაინც ის მცირე სჭირდებოდა რაც ჰოლანდიაში ვარჯიშია, იმისთვის რომ ფიზიკურად უფრო მოძლიერებულიყო და მნიშვნელოვან შეჯიბრებზე გამოსასვლელად საქართველოში სპონსორების ძებნაში არ გაეტარებინა წლები...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლივერმენ
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
ლივერმენ
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 81148
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10
#33949255
· 17 Nov 2012, 11:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წარნატებები
:up:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
Dato19
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 419
წევრი No.: 143884
რეგისტრ.: 3-March 12
#33982686
· 19 Nov 2012, 21:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
K-1 World MAX 2011ში რატო არ ჩატარდა ხო არ იცი????? 2012წლისას გადავხედე და ენდი სოიერის გარდა სხვა ლეგენდებს ვერ ვხედავ სატო,მასატომ და ბუაკაომ დაანებეს თავი თუ რა ხდება???? 2010შიც არ გამოსულა ეს არც პეტროსიანიაა ))))))
This post has been edited by
Dato19
on 19 Nov 2012, 21:33
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება
|
იქით
»
Pages:
(9)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0306 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.