უნდა წავიდეს 6 ტურში 3 ქულა სამარცხვინო შედეგია მოლდოვას ვერცერთი თამაში ვერ მოუგო თავისივე შეცდომების გამო
იღბალიც მის წინააღმდეგ არის მაგრამ ასეთი ცუდი შედეგები ოფიციალურ მატჩებში ოპტიმიზმის საფუძველს არ მიტოვებს
ავსტრიასთან მისი ბრალი იყო მარცხი იმიტომ რომ ავსტრიასთანაც 5 მცველიანი ტაკტიკით დაიწყო თან ამის გარდა ოქრიაშვილი და ჭანტურია სკამზე ეჯდა და ჯიღაური და დვალიშვილი ეყენა ფლანგებზე ცენტრ ფორვარდზე კი ვაკო გაამწესა ამ შეცდომების გამო პირველი ტაიმი უშანსოდ წავაგეთ მეორე ტაიმი კი გუნდმა კარგად ითამაშა ცვლილებების ხარჯზე
ავსტრიასთან თამაშობდა ესეთი შემადგენლობა თუ გახსოვთ
ლორია
ლობჟანიძე კაშია კვირკველია ამისულაშვილი ნავალოვსკი
დაუშვილი ანანიძე
ჯიღაური ყაზაიშვილი დვალიშვილი
ჯერ მარტო ლობჟანიძეს დაუშვილს ჯიღაურს და დვალიშვილს რა ესაქმებათ ნაკრებში და მერე მეორეც პირველივე ოფიციალურ მატჩს სახლში ატარებ და მთელი გუნდით დაცვაში უჯდები რა ლოგიკით?
შემდეგ იყო ირლანდია უელსთან გასვლითი თამაში აქ მართლა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა ნაკრებმა და იღბალმა დაგვაღალატა ეს თამაშები ვაისის აკტივში ჩაიწერება იმიტომ რომ თამაშის ხარისხი იყო იდეალურთან მიახლოებული
მეოთხე თამაშში მოლდოვასთან აუცილებლად მოსაგები თამაში სახლში ვერ მოიგო რათქმაუნდა ისევე მისი მიზეზით რა საჭიროა უბრალოდ მოლდოვის ნაკრებთან დაუშვილის თამაში ეგ არის ნაკრების დაღუპვა რომელიც მოსაგებად თამაშობს. მიუხედავად ამისა გუნდი პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო და მეორეც კარგად დაიწყო ორი არ დანიშნული პენალტი მეორე ტაიმში და 64-ე წუთზე ცენტრ ფორვარდი ქვილითაია მოხსნა თამაშიდან და ჯაბა კანკავა შემოიყვანა ხოლო ცენტრ ფორვარდზე დვალიშვილი შემოუშვა გვილიას ნაცვლად(გვილია რომელიც ბურთს იჭერდა ცენტრში) ამის გამო ნაკრების ცენტრში დადგა კანკავა დაუშვილის დუეტი და ნაკრებმაც უპირატესობა სრულიად დათმო და მოლდოვამ პირველ ნომრად დაგვიწყო თამაში თბილისში საბოლოოდ გათანაბრდა ანგარიში მალევე ცენტრალური ნახევარდაცვის ზონიდან გუნდმა კი ძალა ვეღარ იპოვა შესატევად და თბილისში ფრედ ითამაშა რომელიც კატასტროფის ტოლფასი იყო.
სერბეთთან თბილისის მატჩზე არაფერს არ დავწერ იმიტომ რომ ნაკრებმა კარგად დაიწყო და ნაკრები 2-0-თაც უნდა დაწინაურებულიყო მაგრამ ვაკომ ძალიან ცუდი რაღაც გააკეთა შემდეგ კი სერბეთმა კლასის ხარჯზე მოგვიგო და სერბეთი ასეც და ისეც მაინც მოგვიგებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო მწრთვნელი იმიტომ რომ ჩვენს ჯგუფში ყველას ერთი თავით აღემატება
რაც შეეხება ბოლო მატჩს ეს იყო საერთოდ ვაისის კარიერის დასამარება და ნდობის დაკარგვა ქართველ გულშემატკივარში 7 დაცვითი ტიპის ფეხბურთელი ვისთან მოლდოვასთან? არასწორად შერჩეული ტაკტიკა არასწორად შერჩეული შემადგენლობა. ისევ უჩა ისევ დაუშა და ისევ დვალიშვილი ფლანგზე კანკავა დაუშვილის კატასტროფა დუეტი და აუცილებლად მოსაგებ თამაშში მხოლოდ და მხოლოდ ქულა მოგვაქვს ბოლო მატჩმა დამისამარა მე იმის იმედი რომ ამ მწრთვნელის ხელში ნაკრებს პროგრესი ექნება ვისაც გჯერათ გჯეროდეთ მაგრამ სულ ტყუილად

მემგონი საკმარისი მიზეზებია რომ ვლადიმერ ვაისმა დატოვოს თანამდებობა.