ეგენი ყველა გასვრილები არიან.
მოსაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 150 კვმ ფართის სარდაფი ვიღაც გაურკვეველმა სუბიექტებმა ჩაიგდეს ხელში ნაციონალების დროს.
დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში მისი მეპატრონე (რომერლიც ახლა ჩვენი ფორუმელი ნატაშა აღმოჩნდა) ცდილობდა
შენობის მზიდი კედლელში არსებული ფანჯრების და კარის გაგანიერებას და მოსახლეების ნებართვის გარეშე ვერაფერს გახდა.
მოვიწვიეთ გამგებელი, არქიტექტურის სამსახური, ზრდამხედველობის და ა. შ. და ყველამ ერთ ხმად დაგვარწმუნა ხელს ვერ დააკარებსო.
ამ რამდენიმე ხნის წინ ეს ქალბატონი ფურცლების ფრიალით და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანხლებით მოგვადგა და გამოანგრია კედელი, ისე როგორც უნდოდა.
ყველგან ვიჩივლეთ, არაფერმა გაჭრა.
ელისაშვილსაც გავუგზავნეთ თხოვნა ეშველა და იმათ გადაუგზავნა წერილი ვინც ნებართვა გასცა.
დაველოდებით მაგათ მოხსნას და მერე თავიდან დავიწყებთ ჩივილს.
ხოო, ეს ქალბატონი ელისაშვილს გვერდზე დგომას და დახმარებას ჰპირდება მერის არჩევნებში.
უკანონო ნებართვაზე მადლობა გადასახდელია ელისაშვილის დახმარებით.
ისე, პოლიტიკური ნაგვიდან რამე სასარგებლოს შექმნა რომ შეიძლებოდეს,ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო არ იქნებოდა მსოფლიოში . LUCKYMAN-ფიქრების მბრძანებელი (c)
ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს. Paul Valéry;