ანა გომესი - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას
18:43 13-07-2017
ანა გომესი - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, - აღნიშნული განცხადებით ევროპარლამენტის დეპუტატი ანა გომესი საოკუპაციო ზოლთან რუსეთის ქმედებებს გამოეხმაურა.
“ჩვენ აქ ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება ამ ოკუპაციას. ისევე, როგორც უკრაინელი ხალხი ეწინააღმდეგება ოკუპაციას. ეს არა მხოლოდ თქვენი ბრძოლაა, ეს ჩვენი ბრძოლაცაა. ესაა ბრძოლა არაკანონიერი აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ”, - განაცხადა ანა გომესმა.
იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ.საზღვარი
18:29 13-07-2017
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ე.წ. საზღვრის გადმოწევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ ”კურიერის” ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოწევს ეხებოდა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განუხილავთ. ”ჩვენ არ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნატო-ს არ აღელვებს საქართველოში არსებული ვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინასა და ავღანეთზე და რისკის შემცირებაზე.
მაგრამ, როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. ჩვენ აფხაზეთს და ”სამხრეთ ოსეთს” არ ვცნობთ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველანაირ მცდელობას და განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას განახორციელოს მოდერნიზაცია, გააძლიეროს შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად და ვითარების სტაბილიზაციაშიც, რადგან ქვეყანაში ვხედავთ უცხო ქვეყნის ჯარებს”,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
IPN
ამას თამადად დავნიშნავ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3