14:19 / 27-07-2017
რა ცვლილებები ელით პატიმრებს ქართულ ციხეებში
"პატიმრობის კოდექსში" ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; ამასთან, გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.
ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი უკვე ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი - 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
იხილეთ გადაცემა "დღის თემა" - ცვლილებები ქართულ ციხეებში
რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით:
- იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;
- მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო;
- ფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები;
- დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;
- დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;
- საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ;
- ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი მოინახულონ;
- მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;
- სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;
- მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;
- იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.
- ამასთან, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან: გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.
კარგი კაცი ხარ შენ, კახა კახიშვილო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
* * *
--------------------------