#50969359 · 15 Jul 2017, 14:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gray*wolf არ გამოვა ეგ ამბავი. 1.სომხები არ აღიარებენ რომ ხუჯაბი ქართულია, მაშინ მთელი ე.წ. თეორია ჩამოეშლებათ რომლის მიხედვითაც ლორე-ტაშირის მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები ქართული წარწერებით სომხების აშენებულია(მართლმადიდებელი სომხების) და შესაბამისად სომხური კულტურული ძეგლებია და არა ქართული. 2.სომხების დიდი ნაწილის(ისტორიკოსები/მეცნიერები), მენტალიტეტი ასეთია სომხეთში არაფერი არასომხური არაა, არც შეიძლება იყოს, სომხეთის საზღვრებს გარეთ კი უამრავი სომხური ძეგლია, რომლებსაც უმადური ქართველები, უკულტურო აზერები და სისხლისმსმელი თურქები არ უბრუნებენ და განზრახ ანადგურებენ. 3.სამწუხაროდ საბჭოთა რუკებით ხუჯაბი იმათ მხარესაა მოქცეული(ზოგიერთით ჩვენ მხარეს), აკონტროლებენ ისინი უკვე მრავალი წელია, მგონი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ფაქტობრივად, ძნელია შეედავო იურიდიულად. ხორაკერტი ფეხებზე კიდიათ ხუჯაბთან ე.ი. სომხეთში არასომხური მემკვიდრეობის აღიარებასთან შედარებით.
საზღვრის დემარკაცია უნდა დასრულდეს ასე თუ ისე, მოექცევა თუ არა ხუჯაბი იქით თუ აქეთ მაინც. გაცვლა არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ ეგენი მაგას არ იზამენ. რა უნდა ვქნათ? არაფერი. სანამ ქართულ ეკლესიებს არ გადასცემენ ჩვენ საპატრიარქოს, სომხური ეკლესიები არ უნდა გადავცეთ მათ, არც თბილისში არც არსად საქართველოში. თუ ხუჯაბი უპატრონობით უნდა დაინგრეს, რითაა უკეთესი სომხური ძეგლები? თუ ახტალა გაამიაფიზიტურეს, რითაა უარესი ნორაშენი?
|