მოკლედ ჩავატარე პატარა ცდა, მაქვს მინი ფერმა 2 ცალი RX 560 ით აწყობილი.
მოკლედ ვიყიდე სულ ახალი, ყუთის პლომბი მე გავხსენი, ჩავაყენე და დაახლოებით 3 კვირა იქნება რაც გაშვებულია, ჰერცები ისე დავაყენე, რომ ძაან მაღლა არ ავიდეს ტემპერატურა, სადღაც დაახლოებით 59 მაქსიმუმ დღის პირველ ნახევარში და საღამოს 2 გრადუსით იკლებს, ისიც თუ არ გრილა 58, ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა

დამებადა იდეა, მეთქი გამოვცვლი თერმოპასტასთქო, ხოდა რომ გავხსენი ერთი კარტა, თერმოპასტა სულ მშრალი იყო, და არაფერი ეტყობოდა ხარისხიანობის, გამოვუცვალე სასწრაფოდ, ჩავაყენე ერთი და მერე მეორეც, ხოდა მოხდა ასეთი რამ. ტემპერატურა 53 გრადუსზეა ხან 54 ზე. ეს პირველ კარტაზე (მაქსიმუმზე რომ დავწერე ზემოთ პირველი კარტა მქონდა მხედველობაში).
მეორე კი 50 ზე, ხოდა ჩემი კეთილი რჩევა იქნება გამოუცვალეთ თერმოპასტა, თუ რა ნაგავიცაა კარტებზე წასმული, ამაშიც ფულს ზოგავენ

3 კვირის კარტას უნდა ქონოდა ცოტა ჯანიანი თერმოპასტა, IMHO.
მოდერ ნახოს ყველამ ეს თემა, დიდი არაფერი მაგრამ დაეხმარება ხალხს.
ზოგს გონია რომ კარტაზე კარგი თერმოპასტა უსვია, და რა გრადუსზეც ადის ეგაა მაქსიმუმი.