მთელი ცხოვრებაა ვარკეთილში ვცხოვრობ; 4 წელია ვეწევი და როცა მეტროთი ვსარგებლობ, ჩასვლამდე თითქმის ყოველთვის ვეწეოდი, ვინც აზრზე ხართ, სათამაშო აპარატი რომ დგას ოცთეთრიანების აი მანდ. ერთი თვის წინ, საერთოდ რომ არ ველოდი, მენტმა გამაჩერა, ერთი 5 კაცი ეწეოდა ჩემ გარდა იმავე ადგილას, შემიყვანა თავიანთ კაბინეტში და 20 ლარიანი ჯარიმა გამომიწერა, აკრძალულია მოწევა, არამარტო აქ, არამედ საერთოდ მთლიან მიწისქვეშეთში, ანუ კიბეებამდეა მხოლოდ დაშვებულიო.
მაგის მერე, მეტროთი თითქმის ყოველდღე ვსარგებლობ, რაღა თქმა უნდა, აღარ ვეწევი, მაგრამ იმენნა ისევ იმავე რაოდენობის კამანდას ვხედავ უპრობლემოდ ეწევიან პატრულის თვალწინ და იმათ არანაირი რეაგირება არ აქვთ. ჰოდა, მე განა იმათი ცუდი მინდა, კაცო, ნეტა საერთოდ არავინ დააჯარიმონ, მაგრამ ლოგიკას ვერ მივხვდი: ვიზეც უსწორდებათ ან როცა უსწორდებათ მაშინ აჯარიმებენ? ან სიტყვაზე ტიპაჟით ხვდებიან, ვისთან გაუვათ; ვისთან- არა?
კიდევ ვიძახი, ის კი არ მინდა, რომ სხვაც დააჯარიმონ, არამედ კანონი კანონს დაემსგავსოს და თუ ნათქვამია, რომ აკრძალულია, ბოლომდე აიკრძალოს; თუ არაა აკრძალული- არ აიკრძალოს.
პროსწა, კანონი რომ არ კანონობს, მაგაზე მეტყველებს ეს ფაქტი, თორემ ის 20 ლარი მე დიდად არაფერს მიწყვეტს.
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.