მე ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში მინდა ცხოვრება. სადაც ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ნაკლები შუღლი, ბოროტება იქნება. ადამიანები ქუჩაში ბედნიერი სახეებით ივლიან და არა დასტრესილი, დეპრესიული. სადაც ნაკლები სიღატაკე იქნება და არავინ იქნება მშიერი.

კიდევ განათლების და ცნობიერების მაღალი დონე მინდა იყოს საზოგადოებაში. სასწავლებლად, სამუშაოდ ანდა სამკურნალოდ უცხოეთში არავინ მიდიოდეს, რადგან აქ იყოს კარგი პირობები ამის.
ჩემი ქალაქი გათავისუფლდეს ამდენი თურქისგან და საერთოდ მთავრობამ იზრუნოს იმაზე, რომ სხვა ეროვნების მოსახლეობა ასე არ გვავიწროვებდეს.
განვითარდეს ისეთი სფეროები როგორიცაა ხელოვნება, სპორტი, სოფლის მეურნეობა და ა.შ. სოფლად შედარებით მეტი ადამიანი ცხოვრობდეს, რადგან კომფორტული პირობები იყოს იქ ამის. მაღალ მთიან სოფლებში, ბოლომდე მიყვანილი გზა, სასმელი და სარწყავი წლით უზრუნველყოფილი. გლეხის შრომა ფასობდეს და მოსავალს მაღალი ფასი ჰქონდეს.
იყოს ისეთი დაწესებულებები, სადაც ნარკოდამოკიდებულებს დაეხმარებიან გამოჯანმრთებელაში და ციხეში არ უკრავენ თავს.
პოლიტიკოსები მოსახლეობის კეთილდღეობაზე იფიქრებენ და არა საუკუთარი ჯიბეების ამოვსებაზე.
ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც ყველა დასაქმებული იქნება და ნაკლები უსაქმური ახალგაზრდა იბირჟავებს ქუჩაში.
ასე მგონია, მესამე კლასის თემას ვწერ, მაგრად დაიკიდეთ. რა თქმა უნდა კიდევ ათასი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ მე ბევრი არაფერი ვიცი...
როგორ ფიქრობთ, იქნება როდესმე საქართველო ასე განვითარებული?
თქვენც დაწერეთ, როგორ საქართველოში გინდათ ცხოვრება.
This post has been edited by ბანჯოო on 16 Jul 2017, 21:47