ვანო ზოდელავას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა - ყოფილი მერი მართვით სუნთქვაზეა
17:34 2017-07-22
თბილისის ყოფილ მერს ვანო ზოდელავას „ნიუ ჰოსპიტალში“ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციანეტის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. „ოპელის“ მარკის ავტომობილს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
http://www.newposts.ge/?l=G&id=146739-%E1%...%83%98%E1%83%90