mari1სხვა ადამიანებზე ნუ იფიქრებ, ნურც შეადარებ შენს თავს სხვებს, როცა იმაზე ფიქრობ რამეს იმსახურებ თუ არა. ისე, ამაზე ფიქრსაც არ გირჩევდი, რომ დიდად უკირკიტო დამსახურება-დაუმსახურებლობის საკითხებს.
მავნე ფიქრები იმის შესახებ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ ან რამეს არ იმსახურებ ან არ ვარგიხარ ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და დრო და დრო ყველას უელვებენ ესენი თავში. მათი არსებობა არაა პრობლემა. პრობლემად შეიძლება იქცეს ის ფაქტი, რომ შენ მათ განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებ და ამდენ ყურადღებას უთმობ.
არ არსებობს არავითარი ობიექტური საზომი და რაღაც ეტალონური ტაბულა სადაც რაღაც ქულების მიხედვით დადგენილია ჭეშმარიტება იმის შესახებ თუ ვინ რას იმსახურებს ან არ იმსახურებს. ეს დამსახურების მომენტი ძალიან ინდივიდუალურია. შენ შეიძლება თვლიდე, რომ რაც გაქვს იმას არ იმსახურებ, სინამდვილეში კი ეს ფიქრი შენი განწყობიდან გამომდინარეობს მხოლოდ და არა ობიექტური რეალობიდან. როგორც აღვნიშნე, არ არსებობს დამსახურების ღმერთი და რაღაც ზეაღმატებული ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც დამსახურება დგინდება.
ტაკ შტო დაიკიდე ეს დამსახურების მომენტი.
უფრო უნდა დაუფიქრდე იმას, თუ რა იწვევს შენში ამ ფიქრებს.
ტიპიურად, როცა ადამიანს ჰგონია, რომ რამეს არ იმსახურებს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ის თავს რაღაცაში ადანაშაულებს, რაღაცას ვერ პატიობს. ჰკითხე საკუთარ თავს, რა არის ეს, რას ვერ პატიობ შენს თავს, რა მიგაჩნია შენს დანაშაულად. მერე გაიაზრე ის, რომ შეცდომებს ყველა ვუშვებთ. ყველა ვიქცევით ცუდად ხანდახან, მაგრამ ამის გამო თავი არ უნდა დავიტანჯოთ და დავისაჯოთ.
უნდა დაიკიდო, მოკლედ რომ ვთქვათ

უნდა აპატიო საკუთარ თავს ის უარყოფითი, რის გამოც ეს ფიქრები გაწუხებენ, ღრმად უნდა ისუნთქო და მომოვალზე მოახდინო კონცენტრაცია. ნუ მისცემ წარსულ მოვლენებს და საქციელს უფლებას, რო შენს აწმყოში შემოიჭრას და ეჭვებში ჩაგაგდოს იმსახურებ თუ არა ბედნიერ ცხოვრებას იმიტომ, რომ წარსული აღარ არსებობს. ის რაც გუშინ თუ გუშინწინ იყო, გაქრა და აღარასოდეს დაბრუნდება, შესაბამისად შენს მომოვალზე გავლენა აღარ აქვს. ერთადერთი რასაც შენს ახლანდელ ყოფაზე გავლენა აქვს შენი არჩევანია და მე გირჩევ აირჩიო პოზიტიური განწყობა.
მადლიერების გრძნობა კარგია, მაგრამ ეს ლოცვასა და სამყაროსადმი მსხვერპლშეწირვაში კიარ უნდა გამოიხატებოდეს, არამედ უბრალო სიხარულში, რომ გაქვს ის რაც გაქვს. როცა გიხარია, რომ რაღაც კარგი გაქვს, როცა აფასებ ამ კარგის ქონას, არის ეს მეგობარი, სამსახური, სახლი თუ მანქანა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მადლობელი ხარ.
მადლიერება სხვა არაფერია თუ არა იმის დაფასება, რაც გაქვს.
კაკ-ტა ტაკ..