უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების სანაცვლოდ სპეციალურად ამ მომსახურებისთვის შექმნილი სააგენტოები 2000-დან 3000–მდე აშშ დოლარს იღებენ."პირველისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში, ბინადრობის მოწმობებზე მუშაობა საკმაოდ პოპულაური და მომგებიანიც კი გახდა.
არსებობენ კომპანიები და კონკრეტული ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის მოწმობის აღებაში ეხმარებიან.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომელი "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ ყოველდღიურად ათობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურს ბინადრობის მოწმობის მიღება. თუმცა, იმის გამო, რომ ქართულ ენას არ ფლობენ, ამ მახეში ებმებიან.
"კომპანია მათ ყველა იმ საბუთის მოწესრიგებაში ეხმარება, რომელიც ბინადრობის მოწმობის მიღებისთვისაა საჭირო. ძირითადად, მათ ერთწლიანი ბინადრობის აღებაში ეხმარებიან. მე მათთან უშუალო შეხება არ მქონია, ამას კომპანიის ხელმძღვანელი პირები აკეთებენ, თანხაზეც ისინი თანხმდებიან, თუმცა ვიცი, რომ ეს მომსახურეობა 2000-დან 3000 აშშ დოლარამდე ჯდება. ამისთვის კომპანია მათ სამსახურის ყალბ ცნობას ან ბიზნესსაქმიანობის ყალბ საბუთს უკეთებს. აუცილებელია, რომ უცხოელს საქართველოში მოქმედ რომელიმე ბანკში საკუთარი ანგარიში ჰქონდეს გახსნილი", - აცხადებს ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
"პირველი" ბინადრობის მოწმობით საქართველოში მყოფ ინდოეთის მოქალაქესაც ესაუბრა.
მისგან შევიტყვეთ, რომ ინდოელების 90% საქართველოში მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ შემდგომში ევროპის რომელიმე ქვეყანაში წასვლა მოახერხონ. აქ არ იგულისხმებიან ის სტუდენტები, რომლებიც სასწავლებლად არიან ჩამოსული.
"მე პირადად ინდოეთში, ერთ-ერთ სააგენტოში მითხრეს, რომ საქართველოდან შენგენის ვიზები მარტივად კეთდება. ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობია ამ მოტივით აქ ჩამოსული. რეალურად, საქართველოში სამუშაო პირობები არ არის, უკვე 6 თვეა აქ ვარ და სამსახური ჯერ ვერ ვიპოვე. ველოდები, რომ შენგენის ვიზა გამაკეთებინონ. ამასაც ქართველები ახერხებენ საელჩოებში ნაცნობების მეშვეობოთ. თუმცა, როგორც გავიგე, ბოლო 2-3 თვეა, ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოში აღარ უშვებენ, რის გამოც მათი უმეტესობა აზერბაიჯანში ჩადის, იქ აკეთებს ბინადრობას და შემდეგ გადმოდის საქართველოში", - აცხადებს ინდოეთის მოქალაქე.
ასეთი კომპანიების წარმომადგენლები იუსტიციის სახლთანაც შეიძლება შეგვხვდნენ. როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ისინი დაბნეულ ტურისტებს რეკომენდაციას უწევენ, რომ თავიდან აიცილონ შესაძლო უარი და გარანტირებული მოწმობა მათი დახმარებით აიღონ.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რეალურად ბინადრობის მოწმობის ღირებულება მაქსიმუმ 65 ლარი ჯდება, გამოდის, რომ მოხერხებული ქართველები ამ თანხას, მინიმალური ხარჯების გათვალისწინებით, "მშვიდობაში მოიხმარენ".
უცნობია, ამოწმებს თუ არა იუსტიციის სახლი ბიზნესსაქმიანობებისა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას, თუმცა ფაქტია, რომ ასეთ კომპანიებს, ფულის შოვნის ახალი გზის გაკვლევაში ხელს არავინ უშლის.
ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სტატისტიკური მაჩვენებელი კი 2017 წლის მარტის მდგომარეობით ასეთია: 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 22 362 არარეზიდენტ პირს მიენიჭა.
ბინადრობის მოწმობა ორი ტიპის არის: მუდმივი და დროებითი. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე. ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირებზე, რომელთაც შესაბამისი სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიენიჭა მუდმივი ბინდარობის ნებართვა. ბინადრობის მოწმობის აღება იუსტიციის სახლში 30-დან 65 ლარამდე ღირს.
http://pia.ge/post/136629-binadrobis-mowmo...dolars-artmevenუნდა დაიჭირო ესენი და გათხარო ტრაკში სარი
This post has been edited by gears on 18 Jul 2017, 13:26