wwwshnikსასტუმროებთან, ტურისტულებთან და საერთოდ კერძო კომპანიებთან დაკავშირება არაფერს მოგცემს, კაპიკებს გადაგიხდიან, დღეს ფულის გულისთვის ხომ იცი არავინ არაფერს არ დაგითმობს, დღეს ფული გახდა ყველაზე მთავარი რის გამოც ომებიც კი იწყება

შენთვითონ უნდა გახსნა კომპანია და იმუშავო.
ტურიზმის ამ სფეროში მთავარია ეკსკურსიის მსურველი ტურისტის პოვნა, შებმა და ტურზე დათანხმება შესაბამის ფასად, ვინც ასეთ ტურისტს პოულობს ისაა მუსიკის შემკვეთიც, მინივენები უამრავია და ყველა სამუშაოს ეძებს , ასე რომ შენთვითონ უნდა გახდე ეკსკურსიის მსურველი ტურისტის მპოვნელი კომპანია და საკუთარ თავზე იმუშაო, რაც ასევე რთული საკითხია ბევრი ნიუანსის გამო, თუნდაც იმის გამო რომ ბევრია ისეთი რომელიც ფასებს აფუჭებს, ბევრია ისეთი რომელიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს და დღევანდელი 2 ლარის გამო სხვასაც უკლავს იმ მომავლის იმედს და შესაძლებლობებს. ტურისტი იმიტომ ჩამოდის რომ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯოს, ერთმანეთს თუ არ დავუდექით მხარში და დდავეხმარეთ, ეს საქმეც გაფუჭდება , როგორც სხვა დანარჩენები გავაფუჭეთ ჩვენი დაუფიქრებლობით .
მოკლედ, ბევრი კომპანიაა ამ სფეროში საკმაოდ წინ წასული და მათი დაწევა რთული აღმოჩნდა, თუმცა შეუძლებელი საერთოდ არაფერი არ არის თუ კაცი მოინდომებს. გვაქვს რაღაც გეგმებიც აქაურ მეგობრებტან მიმარტებაშიც მათ შორის.
მაგრამ, ყველაზე უკეთესი საკუთარი კომპანიის შექმნაა მაინც (უფროსი და ჭკუისმასწავლებელი არავინ გეყოლება

)
ამავე დროს : როდესაც ტურისტულ კომპანიას ქმნი და პრეტენზია გაქვს ტურიზმის მუშაკი გახდე , აუცილებელზე აუცილებელია საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა და ამ ცოდნის ინგლისურ ან რუსულ ენებზე ნორმალური მეტყველებით საუბარი და სტუმრისათვის ამ ინფორმაციის გადაცემა.
რუსი ტურისტების ჯგუფი მყავდა მცხეთა-ჯვარის ტურზე, აღმოჩნდა რომ მეორედ იყვნენ უკვე ამ ტურზე, და მიზეზი რომ ვკითხე, აღმოჩნდა რომ ვიღაც ტაქსისტს წინა დღისით წამოუყვანია იგივე ტურზე, ჯვრიდან სვეტიცხოველი დაანახა თურმე და ეუბნება : - ეტა სვეტიცხოველი, როდესაც კითხეს რას ნიშნავს სვეტიცხოველი, ასე გადაუთარგმნა : "სტოლბა-ზვერ" (სვეტი - სტოლბად მონათლა და ცხოველი - ზვერ-ად) არადა ყველამ კარგად ვიციტ რასაც ნიშნავს სვეტიცხოველი ძველქართულად, ცხოველსმყოფელი სვეტი - რუსულად " ჟივოტვორიაშაია ვეტვ" ... ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ , კარგი იქნება თუ ოდესმე მივხვდებით იმას რომ, ვინც რა სფეროშია მაგარი იმ სფეროში დასაქმდეს და სახაჭაპურეს რომ გახსნი და შეგხედავენ მუშაობ, 1 თვეში 10 სახაჭაპურე გაიხსნება შენს ირგვლის, თუ მაინდამაინც ხაჭაპურის გამოცხობა გინდა, კეთილი უნდა ინებო და ისწავლო მაინც იმ ხაჭაპურის ცხობა რომლის რეალიზებასაც აპირებ ... ასეა ტურიზმშიც და სხვა სფეროებშიც ....
წელს ძალიან გაჭირდა ეკსკურსიების მსურველი ტურისტის მოძიება : აეროპორტში საშინელება ხდება, ჯერ ხიშნიკი ტაქსისტები იტაცებენ, მერე იქვე მდგარი, გულზე ბირკადაკიდებული პატარა გოგო-ბიჭები ტურისტულებს რომ ყავთ დაყენებული, მერე თუ იმათ ვინმე გამოექცა სასტუმროებში დამლაგებლებიც კი ტურებს სთავაზობენ

ყველა სასტუმროს უკვე საკუთარი ინტერესი უდევს ეკსკურსიებსი, თუ მოხდა სასწაული და სასტუმროს გამოექცა ხოოო ქუჩაში ტურისტს ვერ გაუვლია - ყაავს თუ არ ყავს მანქანა, ყველა ტურებს სთავაზობსსს

ამიტომ, საკუთარი კომპანია, საკუთარი საიტი და მხარდაჭერა უცხოეთიდანვე , მხოლოდ ამ წესიტ შეიძლება მუშაობა, ჩვენთან ჩამოსულ ტურისტზე უკვე ვეღარ იმუშავებ, - ფასებიც უკვე მინიმალური იციან ისეთი მდგომარეობაა ....
ბოდიშით ამდენი რომ ვწერე მაგრამ მინდოდა გემეთვითცნობიერებინე ამ ბიზნესში რა სიტუაციაც არის ....
რაც შეეხება ტურისტულ ფასებს მარშუტების მიხედვით,
ესაა ტურისტული კომპანიების ფასები :
თბილისი - კახეთის ტური - 350 ლარი (წრიული ტური თბილისიდან თბილისამდე - 370 კმ.)
თბილისი - ბორჯომი - რაბათი(ახალციხე) - ვარძია - 400 ლარი ( 565 კმ.)
თბილისი - ბორჯომი (აუზები) - 250 ლარი (320კმ.)
თბილისი - ანანური - გუდაური - ყაზბეგი - 250 ლარი (თუ გერგეთზეც უნდა აიყვანო 60 ლარი დაუმატე) (350 კმ.)
თბილისი - მარტვილის კანიონი - პრომეთეს მღვიმე - 400 ლარი (580 კმ.)
თბილისი - დავით გარეჯი - 200 ლარი (215 კმ.)
თბილისი - მესტია - 650 ლარი (1000 კმ)
თბილისი - ბათუმი 1დღე -450 ლარი (770კმ.) ; 2 დღიანი - 3 დღიანი და მეტდღიანი - თითო დღე 350 ლარი
თბილისი - ზუგდიდი (დადიანების სახლმუზეუმი) - 400 ლარი (620კმ.)
თბილისი - მცხეთა - ჯვარი - 1 კაცი 25 ლარი (აზრი აქვს 4-5 კაცით წასვლას)
თბილისის დათვალიერება - 50-დან 80 ლარამდე გააჩნია სად მოგყავს
და ფასები არ დაუკლოთ და არ გააფუჭოთ მაინც იხდიან , განსაკუთრებით არაბები (5-მაგია მაგათთვის ყველაფერი) , უფრო მეტი არ გირჩევნიათ დაგრჩეთ ???
This post has been edited by kvipriane on 18 Jul 2017, 22:57