უპრობლემოდ ჩახვალ, საგარეჯოს მხრიდან მსუბუქი მანქანით. 1.5 საათი ან ცოტა მეტი უნდა გზას. უდაბნომდე ასფალტია, ცოტა გაფუჭებულიც მაგრამ ივლი უპრობლემოდ. უდაბნოდან გრუნტი -ასფალტი გზაა გარეჯის გადასახვევამდე, არც ჩასავარდნია და არც ისეთი ადგილი რომ ვერ გადახვიდე 40-60კმ/სთ უპრობლემოდ ივლის მსუბუქი მანქანა. გარეჯის გადასახვევიდან გრუნტიანი 5KM გზაა, გავლა არ გაგიჭირდებათ არანაირად.
თუ ჯიპით მიდიხართ არის მეორე გზა რუსთავი - გარდაბნიდან, კილომეტრაჟით მოკლეა მაგრამ დამღლელია და ადგილებზე ძნელი გადასასვლელია, თან პოლიგონზე თუ გასვლა აქვთ და სროლებია მოგიწევს გაჩერდე, სამაგიეროდ რუსთავის მხრიდან ნახავ მრავალძალის წყალსაცავს, google maps -ზე ნახე საგარეჯოს გზიდანაც შეგიძლია მიხვიდე, რუსთავის მხრიდან ახლოსაა უბრალოდ.
Another day..
I might have found the words to say
all the things i meant to say.
Another day..
I would try to be your friend,
you would never let me in..