#51008749 · 22 Jul 2017, 10:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ 1tv იუწყება.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საქმე ეხება ვიდეოს, სადაც კაცი შეიარაღებულია და ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდს იხსენებს. ის აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჩაცხრილვაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ამაში თავადაც მონაწილეობდა.
მედიასაშუალების ცნობით, ვიდეოში კაცი ითხოვს, გადაიხედოს საქმე, რის გამოც ის 13 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.
|