პეკინის ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებაზე მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს
09:27 22-07-2017
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ. კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.
”კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში”, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...mdinareobs.htmlრას ფიქრობთ?
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა