სულ ცოტა ხნის წინ დავაფიქსირე და დამაფიქრა ერთმა თემამ, რომელსაც ამ ქვეყნის სიყვარული და მისი აღქმა ჰქვია.
ანუ რას ვგულისხმობ.
ჩემს ერთ-ერთ ძალიან ახლობელთან ვკამათობდი რაღაცაზე, რომელიც კონსერვატორია და ასე ვთქვათ - არალიბერალი ტიპი

ჰოდა, პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ როგორც მის და ასევე მის თანამოაზრე ადამიანების ტონში და კამათის დინამიკაში ხშირად იგრძნობა ის წინასწარგანწყობა, რომ მაგალითად, ლიბერალებს (ან რაც გინდათ ის დაარქვით) ეს ქვეყანა არ უყვართ, უნდათ მისი დაქცევა, გაპარტახება და ა.შ.
ამავე დროს მეც იგივე წინასწარგანწყობა მაქვს ასეთი ადამიანების მიმართ. ოღონდ ახლობლებისა და ნაცნობების მიმართ არა, იმიტომ რომ ვიცნობ მათ და მათ მისწრაფებებს და დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ.
ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირადი გამორჩენა ჰყავთ პირველ ადგილზე და ჩვეულებრივი ნაბოზრები არიან, ისტორიულადაც არ გვაკლია ასეთი ადამიანები.
მაგრამ რეალურად რო შეხედო, მამენტ, ამ ადამიანებსაც - ანუ კონსერვატორებს, თუნდაც რუსეთუმეებს, ისევე უყვართ ეს ქვეყანა, როგორც მე. ოღონდ ეს სიყვარული და პატრიოტიზმი სხვაგვარად წარმოუდგენიათ. - არ ვგულისხმობ მათ ვინც ნატაშას ვაგინა ენატრებათ, ეგ პირადი გამორჩენაა.
ჰოდა, მოკლედ, ფაქტი ერთია, რომ კენწერო და მამოძრავებელი ძალა, თითქმის ყველას ერთი გვაქვს. მაგრამ ერთმანეთი მტრები გვგონია, ჰოდა, მაინტერესებს.
რატომ გგონიათ ასე (ყველა მხარეს გეკითხებით) და რატომ ვერ ვთანხმდებით ელემენტარული რაღაცებზე? ძაან ელემენტარულს ვგულისხმობ, ლგბტ უფლებები ეგ უკვე სხვა ოპერაა

როგორია თქვენი აღქმები ამ თემაზე? რა გინდათ, რას ელით სხვებისგან? რატომ მიგაჩნიათ ერთს მეორე მტრად და ქვეყნის მოძულედ და ა.შ.
მგონი საინტერესო ეგზისტენციალური თემაა
ნომრის დადება და სტრელები არ მოითხოვოთ, ბოზიშვილივიყო არ მოვალ. ამიტომ გაუფრთხილდით ნერვებს!