მოგესალმებით! აქ ადრეც დაისვა მგონი ეს კითხვა დაახლოებით 2012 თუ 13 წელს მაგრამ იმის მერე მგონი ბევრი რამე შეიცვალა ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში. კონკრეტულად უნივერსიტეტზე მაქვს კითხვა . აბიტურიენტი ვარ და ძალიან მაინტერესებს რომელ უნივერსიტეტში ასწავლიან ყველაზე კარგად და ხარისხიანად ( ნუ შედარებით მაინც) პროგრამირებას. ლაპარაკი მაქვს პროგრამულ უზრუნველყოფაზე და არა ქსელები და დიზაინი და რამე . ძალიან გამიხარდება თუ მართლა კომპეტენტურები გამოეხმაურებით ამ საკითხში ამ პოსტს. მადლობა წინასწარ