#51012657 · 22 Jul 2017, 23:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი ესტონელი ეუთოს დამკვირებელი დავათვრეთ. გატიალდა მოზვერივით კაცი, ძალოვანი იყო (შატილში ეუთოს დამკვირვებლად მოვლინებული), ხოდა ტრაბახი დაიწყო . ჩემ ქალაქშიო 5 წელია ორი კრიმინალი მოხდა მხოლოდო, ისიც რუსეთიდან შემოხეტებულებმა ჩაიდინესო, ცრემლები წამოუვიდა, ცხვირი გაუწითლდა სლუკუნებდა, წარმოგიდგენიაო, როგორ გვიყვარს ჩვენ ჩვენი ქვეყანა, კრიმინალი არ მომხდარა ქალაქშიო.
აი ამ ხალხმა ტექნო/ჰაუს/ბრახაბრუხ მუსიკა 2 წლის ასაკიდან დადის რძესავით თანშეზრდილი აქვთ, მაგრამ მაინც ამას უკრავენ და მღერიან - ეს მათი წარსულია, მათი საამაყო ისტორიაა. ზანგებმა შექმნეს ახალ ორლეანში და თეთრები თრთიან სენტიმენტებით და მღერიან, ამაყები არიან.
დისქავერზე 3 სერიალი მაქვს ნანახი ბრიტანულ ორთქმავლებზე და ფრანგულ შიდა სანაოსნო არხების ქსელზე. ამაყობენ ამ სერიალის ავტორები თავისი ინჟინერი და არქიტექტორი წინაპრებით - სახელმწიფოთი, რომელმაც მათ ასპარეზი მისცა, ინგლისელი ისტორიკოსი რომაული აქვედუკებით ამაყობს, გერმანელი კი პართენონით, ჰოლანდიელი ყველების გორვაგორვით ბაზარში მიტანის ფესტივალით, ბერძენი მის ეზოში 600 ლიანი ზეთისხილების ბაღით ამაყობს.
ყველა ერთად კი ბოლო ასი წლის განმავლობაში მისი სანათესაოდან სამშობლოს გადასარჩენ ორ მსოფლიოში დაღუპული 2-4 წინაპრით ამაყობენ.
ყველა ორიენტირი სწორი, მორალურად გამართლებული და პროგრესისკენ მიმართული აქვთ.
აი
ჩვენ რა ვქნათ ეგ საამაყო ორიენტირები რო არ გვაქვს და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვხედავთ?
This post has been edited by axalirevolucia on 22 Jul 2017, 23:22
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|