გამარჯობათ, ესეიგი მომავალი წლისთვის ზაფხულში მინდა ბუნგალოს გაკეთება ბათუმში ან ან გონიოში, ნუ სადაც იქნება ადგილი, და მაინტერესებს ყველა რჩევა და ყველა ის წვრილმანი რაც ამ საქმის დაწყების დროს არის საჭირო რო იცოდე. ესეიგი ბუნგალოში მინდა რო იყოს ყავის აპარატი, ლუდის აპარატი, ჩილიმი, ნუ საჭმელთან დაკავშირებით დიდ მენიუს არ ვაპირებ, უფრო სასმელები. და ვინც გამოცდილია ამ საქმეში იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ დაახლოებით რა თანხებთანაა დაკავშირებული, ან მერიასთან რა არის შესათანხმებელი. კაროჩე ყველაფერი მაინტერესებს, და თუ ვინმემ იცით რამე, თქვენი ცოდნა გამიზიარეთ.
წინასწარ მადლობა