სპორტის სამინისტრომ ფონდ „ქართუს“ 7 461 100 ლარის ხარჯვის დოკუმენტაცია არ წარუდგინა
სპორტის სამინისტრომ ფონდ „ქართუს“ 7 461 100 ლარის ხარჯვის დოკუმენტაცია არ წარუდგინა 15:46 | 24 ივლისი, 2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, 2016 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქარტუსგან“ ფულადი გრანტის სახით 7 მილიონ 461 100 ლარი მიიღო, თუმცა, ამ დრომდე, დონორისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის წერილი არ წარუდგენია.
აღნიშნული დასკვნა სახელმწიფო აუდიტმა 21 ივლისს გამოაქვეყნა.
სამინისტროსა და ა(ა)იპ ,,საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების10 შესაბამისად, სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთათვის (ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის) ყოველთვიურად თანხების გადაცემის მიზნით სამინისტროს დონორისაგან მიღებული აქვს 7,461,100 ლარის ოდენობის ფულადი გრანტი11. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებული იყო საგრანტო თანხის ამოწურვიდან ერთი თვის ვადაში დონორისათვის წარედგინა საბოლოო წერილობითი ანგარიში გაწეული ხარჯების შესახებ, რაც შესრულებული არ არის. სამინისტროს განმარტებით დონორისთვის საბოლოო წერილობითი ანგარიშის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა, სპორტული ფედერაციების მიერ 2017 წლის 1 იანვრის მდომარეობით ფინანსური ანგარიშების წარმოდგენილობის გამო“ , - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
http://www.ipress.ge/new/79709-sportis-sam...a-ar-tsarudginaეტაპობრივად დავდებ დასკვნიდან საინტერესო მასალებს და გაეცანით
* * *
http://www.ipress.ge/new/79682-auditis-sam...amo-khelfasebiaა(ა)იპ „ფეხბურთის განვითარების ფონდზე“ (შემდგომში ფონდი) ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის9 და შესაბამისად საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები. 2016 წლის განმავლობაში ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3,000 ლარს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1,500 ლარს. 2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს-2,950 ლარს. სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე.
* * *
http://www.ipress.ge/new/79711-tariel-khec...amati-daunishnaსაქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ 2016 წლის 26 იანვრის ბრძანებით, სპორტის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, 23 თანამშრომლისთვის სპეციალური ბრძანება დაწერა და მათთვის ყოველთვიური დანამატი დააწესა
ჯამში, 23 კაცისთვის დაწესებული დანამატი 31 620 ლარია, სახელფასო ფონდი კი 42 690 ლარი
* * *
http://www.ipress.ge/new/79731-sportis-sam...yvetad-daasaqmaსაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსიტროს აპარატში, შტატგარეშე მოსამსახურეების სახით, 2016 წელს საშუალოდ 25 პირი იყო დასამქებული, რომელთა ხელშეკრულებების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, ნაცვლად 25 ადამიანისა, სამინისტროში, საშტატო განრიგით მხოლოდ 11 ერთეული ვაკანსია იყო გათვალისწინებული.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.
„სამინისტროს აპარატში შტატგარეშე მოსამსახურეების სახით 2016 წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებული იყო 25 პირი. შტატგარეშე მოსამსახურეებთან, შესაბამის სტრქუქტურულ ერთეულში შრომითი საქმიანობის განხორციელების თაობაზე, დადებული იყო ვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა მთელი წლის განმავლობაში. საშტატო განრიგით გათვალისწინებული 11 ერთეული ვაკანსიის პირობებში, შტატგარეშე მოსამსახურეები ფაქტიურად დასაქმებული იყვნენ მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.