წაღვერთან ახლოს, ტყეში ძლიერი ხანძარია
14:28 26-07-2017
წაღვერიდან 2 კილომეტრში ტყეში ძლიერი ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებიდან მალევე ჩაერთვნენ ხანძრის ჩაქრობისთვის საჭირო სამუშაოებში. ასევე მოხდა დამატებითი ძალების მოძიება იმისთვის, რომ ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხდეს.
გარდა ამისა, მათივე განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს შტაბი თბილისიდან და ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/44...khandzaria.html
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა