სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში ჩავიდნენ და მცოცავი ანექსია გააპროტესტეს. მათი გადაწყვეტილებით, აქტივისტები საოკუპაციო ზოლთან სამართალდამცველებთან ერთად იპატრულირებენ.
3-კაციანი ჯგუფები საოკუპაციო ხაზთან ვითარებას 25 ივლისიდან დააკვირდებიან. აქტივისტები, ამ დროისთვის, სამხარეო პოლიციასთან პატრულირების დეტალებს ათანხმებენ.
მათი თქმით, პატრულირება მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით განხორციელდება, ხოლო ოკუპანტების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ მიღებულ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის.
ოკუპაციოს შესაჩერებლად ხვალიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება. სამოქალაქო აქტივობა რიგითი მოქალაქეების ინიციატივაა. ცნობილია, რომ აქციის მონაწილეების პატრულირება შეთანხმებულია სამართალდამცველებთან. ამ ეტაპზე პატრულირება ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე განხორციელდება და მასში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია.
ამ ეტაპზე სულ 20 ჯგუფია შექმნილი, რომლებიც ყოველდღე დააკვირდებიან ტერიტორიებსა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებსა და მედიის წარმომადგენლებს მიაწვდიან. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ახალგაზრდებს მოუწოდებს სამოქალაქო ინიციატივაში ჩაერთონ.
გუშინ, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 ადამიანი გაიტაცეს. სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ბერშუეთთან სამების ეკლესის სიახლოვეს დააკავეს.
ორივე მათგანი ცხინვალში უკვე გადაიყვანეს. მათ ბრალად ე.წ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ.
21 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.
"ჩვენ ვაანონსებთ ჰიბრიდულ ომს, ანუ საინფორმციო ომს რუსეთთან"- ამის შესახებ საუკუპაციო ხაზზე სამოქალაქო პატრულირების ინიციატორმა, დავით ქაცარავამ განაცხადა.
ქაცარავას განმარტებით, ოკუპაციის შეჩერების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ შესაძლოა ისინი რუსეთის ჯარების სამიზნეები გახდნენ, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.
"ვაკეთებთ სამოქალაქო პატრულირებას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში გავლენ საუკუპაციო ზონაში და დააკვირდებიან რუს ოკუპანტებს და ჩვენი სამიზნე გახდებიან რუსეთის საუკუპაციო-საინჟინრო ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპაციას, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხერხებზე, არავითარი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ეს იქნება განგაშის ატეხვა, ეგრევე დავუკავშირდებით ჩვენი მართვის ცენტრს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ჟურნალისტებს და დიპლომატიურ კორპუსს"-განაცხადა დავით ქაცარავამ.
მისივე თქმით, ყოველ კვირას საუკუპაციო ხაზიდან ინტერნეტ გადაცემა "საუბრები საუკუპაციო ხაზიდან" გავა, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს Youtube-ზე ექნება
ადგილზე აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/21031/da...oms-vutskhadebtრას ფიქრობთ მეგობრებო?
ინიციატივა კარგია, თუმცა უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკების მატარებელიც არის
ნუ ამას რომ რუსები გამოიყენებენ ათასი მაპროვოცირებელი ბნელი საქმისთვის მგონი სადავოც არაა