გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს აკრიტიკებს. მან სანქციებს „პრობლემატურზე მეტი“ უწოდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვოლფსბურგში სლოვაკ კოლეგასთან, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„აშშ-ში ახალი სამართლებრივი სიტუაცია დიამეტრალურად ეწინააღმდეგება გერმანიისა და ევროკავშირის ინტერესებს“, -აღნიშნა გაბრიელმა.
ამასთან, ზიგმარ გაბრიელი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ახალი სანქციების დაწესებისას ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობდა. მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ი აგრესიულად აერთიანებს თავის საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან და ევროპული ბაზრიდან რუსული გაზის გაძევება სურს, რათა ის ამერიკულით ჩაანაცვლოს. „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - აღნიშნა გაბრიელმა.
გერმანიის მთავარი დიპლომატის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქმით უნდა დაადასტუროს თავისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ის ევროპელ მეგობრებთან გადაწყვეტილებების შეთანხმებას აპირებს და რომ ახალი სანქციები ევროპის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების საკითხზე მოკავშირეებს შორის განხეთქილება არ წაადგება არც აშშ-სა და არც ევროპას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს 2 აგვისტოს მოაწერა ხელი.
ამავე დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ კანონი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და რომ ზოგიერთი მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თუმცა ის მას ხელს აწერს ეროვნული ერთიანობისთვის.
http://1tv.ge/ge/news/view/172930.htmlხუ ევო ზნაეტ რა ხდება
საქართველოს ბანკმა რომ იყიდა, ის შენობა გამახსენდა.
ეს ჩვენც გვეხება მოდერs
მოდერ ჩაასწორე რა, გამოკითხვა მოაშორე თუ შეგიძლია.
გიორგი XIIრა გაცინებს, მე კი არ მოვნათლე ეს ჩემისა
This post has been edited by shaqro telavski on 4 Aug 2017, 18:21