stinkyშეიძლება არ უნდა მოგმართავდე აქ
იქნებ არ გინდა ვინაობის გამხელა , მაგრამ ასეთ რამეებს რომ წერ ხოლმე ფბ-ზე მართლა გჯერა თუ ისე მუხტის პონტში აკეთებ ??
გოცირიძე - ძრწოდე რუსო ოლიგარქო,მიშა მალე აქ იქნება
ყოფილი პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" მეხამრიდი, საზოგადო მოღვაწე მეგი გოცირიძე,მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს მიმართავს და აღსასრულს უწინასწარმეტყველებს:
- „ დიქტატორო პოროშენკო, დადგა შენი აღსასრული.
არ შეგრჩება სააკაშვილისთვის ზურგში დანის ჩაცემა და ღალატი.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს,
თუ საჭირო გახდა მეც და ქართველი ქალებიც მთელი არსებით ჩავებმებით ამ უთანასწორო ბრძოლაში.
მჯერა, მიშა დაამხობს შენს ოლიგარქიულ რეჟიმს და მერე საქართველოსთვის მოიცლის, რათა კუდით ქვა ასროლინოს წმინდა გორაზე ჩაბუდებულ რუსს ოლიგარქს!
მიშა მსოფლიოს იხსნის პუტინის კლანჭებისგან,
მიშა ღვთივმოვლენილი უსამართლობასთან მებრძოლი რაინდია, ჩვენგან დაუფასებელი და დევნილი,
ძრწოდე და გეშინოდეს ივანიშვილო, ის მალე აქ იქნება!, - აცხადებს სააკაშვილის ბოლო იმედი გოცირიძე.
http://tb24.ge/sporti/item/3994-%E1%83%9B%...8%E1%83%A1.html