გამარჯობათ მეგობრებო!
მჭირდება თქვენი დახმარება/დაკვალიენება. ჩემი ხომალდი - BMW 535, 2007, 155 კილო კმ, ტიპტრონიკი. პრობლემა გამოიხატება რაში: დიდი ხანი რომ გააჩერებ (მაგალითად მთელი ღამე, ან დილით სამსახურში მოვედი და საღამოს მივდივარ) მაგ დროს ზოგჯერ ტორმუზის პედალი მხვდება ამოწეული (გამაგრებული) და მაგ დროს დაქოქვა უჭირს... სტარტერი ტრიალებს ასე 5-10 წამი და მერე იქოქება. როცა პედალი გამაგრებული არ მხვდება - იქოქება საათივით. ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. პედალი ზოგჯერ ისეა თითქსო ჩამქვრალ მანქანაზე აკაჩავეს და ამოვიდაო, ზოგჯერ ჯიგრულადაა. რა სჭირს არ ვიცი, ჯერ არავისთან მიმიყვანია. ვაკუუმი? და დაქოქვასთან პრიჩომ? მაღალი წნევის ნასოსი? და პედალთან პრიჩომ? მოკლედ ეს ორი სიმპტომი ერთ დროს იჩენს თავს და აშკარად რაღაც საერთო ძმაკაცი ჰყავთ.
კიდევ ერთი უცნაურობა - რომ დაიქოება 3-4 ჯერ ისმის "წკაპ-წკაპ-წკაპ" და ჩუმდება. აშაკარად არ არის არც კლაპნის ხმა, არც რამე მსგავსი. აი რომ აგაზავებ და გახურებულმა კოლექტორმა რომ იცის გაცივებისას წკაპ-წკაპ ხმები, ეგეთი მოსდის. მითხრეს ბანძი საწვავიო მარა ვისოლის ან ლუკოილის სუპერს ვასხამ სულ...
დამეხმარეთ რა