"დიახ,რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს,დროა სიმართლე გაიგოს საზოგადოებამ,
მე და ემზარ კვიციანი,ჩემთვის კი უბრალოდ ემზო,შეყვარებულები ვართ,
ვერ დაგვაშორებს ბოროტი თვალი და ბინძური ენები,
ჩვენ ერთურთი გვიყვარს და მალე ჯვარს დავიწერთ."
– აცადებს ადა მარშანია ჩვენთან საუბრისას
http://axaliambebi.at.ua/index/ada_marshan...i_vart_quot/0-590-იანი წლები იდგა. ერთი სიმპათიური გოგონა ღრმა აფხაზეთიდან კოდორში მიემგზავრებოდა. ის ამაოდ ცდილობდა ვილისში ასვლას. მძღოლმა აუხსნა, რომ თავისუფალი ადგილი საერთოდ არ ჰქონდა. იყო მხოლოდ ერთადერთი ადგილი "რუჩნოისთან", მაგრამ იქ მგზავრობას წესიერი გოგონა არ იკადრებდა, რადგან ამ ადგილას ვიღაც უცნაურ ეჭირა მეორე ადგილი.
გოგონამ ჰკითხა მძღოლს, რით გამოიხატებოდა მისი უცნაურობა. გამცილებელმა უპასუხა:"ჭუჭყიანი, გაუპარსავი და დაუბანელი უზარმაზარი ახმახია. ნამდვილად გიჟი უნდა იყოს. უნდოდა ტუალეტში შევეთრიე, მერე ვიღაც ბიჭს არ უშვებდა იქედან, უნდოდა მასთან შევარდნილიყო, ხელებს გიჟივით იქნევს და რაღაცას ყვირის. თან ისეთი მშიერი თვალებით იყურება, გეგონება უნდა შეგჭამოსო. ერთი სიტყვით, საშიშია მასთან ერთად მგზავრობა".
გოგონა საგონებელში ჩავარდა, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოდორში ჩასვლა, ამიტომ დათანხმდა ემგზავრა შეშლილთან ერთად.
როცა ქალიშვილი "რუჩნოისთან" დაჯდა, იქ მართლაც უზარმაზარი, გაუპარსავი, არცთუ სუფთად ჩაცმული, უცნაურად აღგზნებული თვალებით მომზირალი დახვდა. მისალმების ნიშნად ის ფეხზე წამოდგა გოგონას დანახვაზე, რითაც ძალიან შეაშინა საბრალო. «Sorry! No water!»-ბოდიშის ნიშნად ჩაიბურტყუნა მან, თითქოს ცდილობდა მისი უსუფთაობის მიზეზი აეხსნა. საბედნიეროდ, ქალიშვილმა ინგლისური იცოდა, ამიტომ იმწამსვე მიხვდა, რა გასჭირვებოდა მამაკაცს.
"როგორ თუ წყალი არაა, სად არაა წყალი, ტუალეტში?"-შეეკითხა სირცხვილისაგან თავჩაქინდრულს.
"-დიახ, ტუალეტში, მე იქ ვიყავი:ყველა ონკანი მოვაბრუნე, ყველა სახელური მოვატრიალე, როგორ არ ვეცადე, მაგრამ წყალი არ წამოვიდა. ვხედავ, ადამიანები იქ შედიან, დაბანილები და გაპარსულები გამოდიან, მინდოდა შევყოლოდი რომელიმე მათგანს და გამეგო, სად პოულობენ წყალს, მაგრამ მათ ჩემი არ ესმით, ეშინიათ და გამირბიან"-გულდაწყვეტით ამოიოხრა მან.
"-ონკანის ქვემოთ რომ პატარა ღილაკია, მას დააჭირეთ ხელი?"-დაინტერესდა გოგონა.
"-რომელ ღილაკს"?-აღმოჩნდა, რომ მან ამ ღილაკის არსებობის შესახებ არაფერი არ იცოდა.
გოგონამ ისიც გამოარკვია, თუ რად ჰქონდა მას(ის კოდორელი აღმოჩნდა) ასეთი მშიერი თვალები. მისი ფული არც სალაროში არ მიიღეს, რადგან აქ მხოლოდ ნაღდ ფულზე ვაჭრობდნენ და არა ნატურით.
ათიოდე წუთის შემდეგ ვილისის მგზავრები ინტერესით უყურებდნენ, როგორ გაიღო ავადსახსენებელი წინა კარები, იქედან კოდორელი გამოვიდა გოგონასთან ერთად, შემდეგ კი ორივენი ტუალეტში გაუჩინარდნენ.
ერთი საათის შემდეგ ეს "საშიში" კოდორელი პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ანტარქტიდული პოლარული ექპედიციების გმირი ემზარი უკვე დაბანილი, გაპარსული, სუფთა პერანგში ჩაცმული, დაპურებული და დამშვიდებული, მომღიმარი გულითადად ესაუბრებოდა ვილისის მგზავრებს მშვენიერი თარჯიმნის დახმარებით.
რა იყო მისი წინანდელი უდიერი ქცევის მიზეზი-მას მგზავრებისათვის არ აუხსნია. ისინი აღტაცებით უყურებდნენ ამ მშვენიერ ქალიშვილს და მასში მომთვინიერებელს ხედავდნენ.
ასე შეხვდა ემზარი ადას. უცნაური ფრაზა :«Did you press the pimpochka from the down?»