თუ ვინმეს გაინტერესებთ ბოლო პერიოდში, თურქეთში მიმდინარე პროცესები და მისი კულუარები, გთხოვთ გაეცნოთ ფილმს.
https://www.youtube.com/watch?v=JBn--sd5uogცხადია, რომ სიახლეები რუსულ-თურქულ ურთიერთობებში ასახვას პოვებს საქართველოზე.
როგორს?! რას უნდა ველოდოთ ამ ორი, იმპერიული ამბიციების მქონე მეზობლის დამოყვრებისაგან, ისევ საქართველოს ხარჯზე გარიგებას ხომ არა?
არშემდგარი გადატრიელება თურქეთში, ტრამპი აშშ პრეზიდენტად, რუსების და ევრაზიონისტების მიერ ეს ყველაფერი წარმოდგენილია როგორც მათი პროექტების წარმატება.
არ გველის ჩვენ ამ პერსპექტივაში?
ერდოღანის მიმართ ჩვენი მთავრობის მეირ ცხადად და ცალსახად გამოხატული მხარდაჭერა ხო არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოც ამ ახალ ორბიტაზე იწყებს მოძრაობას?
მოკლედ, დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი ძალიან ბევრი რამ არის. საქართველო ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ ვითარებაშია, შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდზე გადის (უკვე მერამდენედ) და ვაი რომ ამ დროს ხელისუფლებაში "კრეტინების იურული პარკია" რომელთა მთვარი დღის წესრიგი კონსტიტუციის მორგება და კალაძის მერად გაყვანაა.
სამწუხაროდ არც ოპოზიციაშია გონიერების საიმედო ნაპერწკალი მაინც, არც საექსპერტო წრეებში შეინიძნება საიმედო მოძრაობები.
და ვართ ასე, ანაბარად ღვთისა .... და ნეტა მასთან მაინც რომ გვქონდეს პირი მისაბრუნებელი.