პასუხი მეორე კითხვაზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძველ კაი დროში, პატარა რომ ვიყავი - აკადემიაში ერთი გიჟი კომპოზიტორი გვყავდა.
არც მაშინ იცოდა ვინმემ რას გვიკითხავდა, სწავლაზე ხომ საუბარი ზედმეტია...
ჩათვლას ავტომატურად წერდა.
სულო ცოდვილო და არც მე ვიკლავდი თავს მოსმენით...
ერთი ეგ იყო, გაცდენა არ შეიძლებოდა.
სემესტრში მესამე გაცდენაზე, გარიცხული იყავი ულაპარაკოდ.
უკანა მერხზე ძილსა და კარაბლიკების თამაშს შორის ერთი რაღაც დამამახსოვრდა - როცა რამე გტკივა, ჩაიხედე შენს თავში, მოძებნე ის ორგანო, რომელიც გტკივა და მეგობრულად ხელი გადახვიე...
მოეფერე, როგორც შენ ტოლ-სწორს...
აგრძნობინე, რომ მარტო არაა და ერთად ყველაფერს გადალახავთ...
ნუ, ყველა მიხვდით რომ მაშინ არააქტუალური ეს ყველაფერი და ყველას გვეკიდა, მთავარია ჩათვლა...
გავიდა წლები...
გულმა გააქანა და გამქნია.
პატრონიც მყავდა და სასწრაფო ოც მეტრში...
პირველი რაც მახსოვს - იგონებს, არც თრალია და არც გულის შეტევა აქვსო - სასწრაფოს ექიმი ეუბნება ჩემ ძმაკაცს...
მაშინ გამახსენდა ვსევოლოდოვიჩის ლექციები...
მეთქი, ახლა თუ გადავრჩი, უნდა შევამოწმო-თქო...
ჰო და, რისი თქმა მინდოდა...
მას მერე თუ რამე წამომტკივდება - ველაპარაკები, ვამშვიდებ და ვეხმარები...
აქ ფსიქ.განყია, პროფებიც პოსტავენ და შეიძლება თქვან, რომ ამ ფენომენის თვითშთაგონება ჰქვია...
არ გამოვრიცხავ და ვეთანხმები კიდეც...
მაგრამ...
თემა რაზეა...
ღვიძლიახალი წლებია, დატვირთული დღეები...
გული ძლივს ფეთქავს...
ფილტვები ხროტინებენ..
თირკმელები, გამჩენია დედას იგინებიან...
კუჭი - არ ვარ ამ უბნელი, რაც იცი არც კი გამიგია..
ერთადერთი, ალალი და უსაყვედურო. მთელი ცხოვრება ყველა შხამის გადახარშვაში უთქმელ-უტკივილოდ რომ გიდგას გვერდში - ეს არის ღვიძლი
ირანის სამხედრო ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტურობის დათვლის კამათში დავკარგე ერთი გოგო © t-90