რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გაიტაცეს.
პირველი არხის ინფორმაციით, უტა სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული და სავარაუდოდ, სანაპიროს მეორე მხრიდან, რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა, რუსმა ოკუპანტებმა ამ დროს გაიტაცეს.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. პირველი არხის ჟურნალისტი დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს .
რუსი სამხედროების მიერ წალენჯიხის სოფელ პალურის მკვიდრის უტა სამუშიას გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, - ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„ვადასტურებთ ერთი პირის დაკავებას, დაკავებულია ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“,- განაცხადეს სუს-ში.
http://1tv.ge/ge/home.htmlმაქსიმუმზე მაღალ ლეველზე აიყვანა ხუილომ პროვოკაციები