მოკლედ რჩევცი, როგორც ხედავთ ისევ ცოცხალი ვარ და ლობიოს ჭამაც გადაგედოთ
საკმაოდ სახალისო იყო 36 საათი შიმშილი
თვითონ შიმშილს მარტივად გავუმკლავდი, მაგრამ გავიაზრე თუ როგორი უცნაური საჭმლის გარეშე ცხოვრება
ფილმს გააძრობ და სასუსნავებს ვერ შეჭამ
ჩაის გააძრობ და შოკოლადებს ვერ შეჭამ
ისე მეჩვენებოდა თითქოს დღე უფრო ნელა გადიოდა
თავს ძალიან მსუბუქად და საკაიფოდ ვგრძნობდი
უფრო მარტივი გახდა ცხოვრება
არ გიწევს ფიქრი იმაზე თუ რა შეჭამო, როცა საერთოდ არ ჭამ

ჰო, ეხლა ჯანმრთელობას რაც შეეხება
2-3 საათი ვივარჯიშე და არაფერი მომივიდა
არც გულის წასვლა
არც თვალების დაბნელება
ინტენსივობა ვარჯიშის 60-70% იყო
ბოლომდე არ მივაწექი თავს
დავიკელი 2 კილო

ჩემი რეკომენდაცია მოკლე შიმშილების შესახებ არის ასეთი, არ გინდათ! მე არაფერი მომივიდა, მაგრამ შეიძლება თქვენმა ორგანიზმმა ვერ გაუძლოს და საერთოდაც, ასეთი რადიკალური მიდგომები კარგი არ არის. სჯობს უბრალოდ ცოტა და ჯანსაღად ჭამოთ, რადგანაც მაინც დიდი სტრესია ორგანიზმისთვის და მე არ გირჩევთ ამის გაკეთებას.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options