#51016077 · 23 Jul 2017, 17:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო.
მაქვს კომპანია რომელიც მუშაობს გარკვეული სერვისების მიწოდების მიმართულებით. (სერვისის ტიპს არ აქვს მნიშვნელობა) რაღაც დონეზე, პირადი კონტაქტებით ვახერხებ რომ მოვიძიო კლიენტები, მივაწოდო/მივყიდო სერვისები. არსებული კლიენტები კმაყოფილები არიან ხარისხით/ფასით/დროული შესრულებით და ა.შ.
ეხლა მინდა გაყიდვების ცოტა აგრესიულ ფაზაში გადაყვანა, რისი გამოცდილება/ცოდნაც არ მაქვს. ანუ პოტენციურ კლიენტებთან დაკონტაქტება, მოლაპარაკება, შეთავაზება და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში გარიგების წარმატებით დახურვა.
გამოცდილი ხალხისგან მინდა რჩევის მიღება- როგორ ჯობია გაყიდვების მენეჯერი მოვძებნო, ვინც გარიგების პროცენტებზე იმუშავებს თუ დავიქირავო მოჭრილ ხელფასზე.
%-ზე მუშაობის პლუსები, როგორც ჩემთვის ასევე sales/man/woman-ისთვის: საშუალო/მაღალი ღირებულების მქონე პროექტებიდან მაღალი %. რასაც გამოიმუშავებს იმას მიიღებს, ანუ მოტივაცია ექნება რომ რაც შეიძლება მეტი და ხარისხიანი lead დააგენერიროს. მინუსებს რაც შეეხება, ამდენი პირამიდებით და ჯანდაბებით საკომისიოზე მუშაობას სახელი აქვს გატეხილი და კარგი კადრის მოძებნა ძნელია.
მოჭრილი ხელფასის +-ები: კადრს ადვილად ვიპოვი. სულ რომ მილიონიანი გარიგება დამიდოს, თვის ბოლოს მაინც თავის ხელფასს აიღებს + ის თანხა, რასაც მე ჩემი შეგნებიდან გამომდინარე ბონუსად მივცემ. მინუსებს რაც შეეხება, 100 და 200 ლარი ვინ იმუშავებს ან რა ნამუსით შევთავაზო და 600-700 ლარიდან რომ შევთავაზო და ვერაფერი ქნას, თუნდაც 1ხელ მაგ ფულის გასროლა არ მაწყობს.
თქვენ როგორ გადაჭერით ეს პრობლემა? მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარებთ და გამოცდილებას გამიზიარებთ.
|