
ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა (ბელარ. Вышэйшая ліга чэмпіянату Беларусі па футболе) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ბელარუსული კლუბებისთვის. წარმოადგენს ბელარუსის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი გაზაფხული–შემოდგომა ფორმატით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 16 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს პირველი ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ბელარუსის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი ბორისოვის „ბატე“ გახდა, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ბატე“.
საინტერესოდ დაიწყო ჩემპიონატი. ბატემ ცუდი სტარტის შემდეგ ბოლო ტურში კარგი თამაში აჩვენა, სავარაუდოდ აკრეფენ ფორმას.
გ. დასუდჰბასდასწჯეწჰბეწუფეწდ