#50749402 · 11 Jun 2017, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთერთი ქართული კომპანიისგან სახლისთვის (პირადი მოხმარებისთვის) ვიყიდე 1 კგ პროდუქტი (საკვები პროდუქტი), სახლში მოიტანა ამ კომპანიის სადისტრიბუციო მანქანამ, ჩავიბარეთ, გადავიხადეთ 25 ლარამდე, ჩეკიც მოგვცეს... 10 დღის მერე ვიგებ რომ დაჯარიმებული ვარ 500 ლარით (სსკ-ის 273 მუხლით)...
თურმე სადღაც ქუჩაში შეუმოწმებიათ ეს სადისტრიბუციო მანქანა და თურმე ამ შემოწმებით "დადგინდა", რომ "ფიზიკური პირი [ჩემი სახელი და გვარი] ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით" - ესე წერია ოქმში... საფუძველი არის ამ მანქანაში ნანახი ზედნადები (ჩემზე გამოწერილი)...
არანაირის ეკონომიკურ საქმიანობას არ ვეწევი, პროდუქტი სახლისთვის ვიყიდე, ანდა 1 კილოთი რა საქმიანობა უნდა გავწიო...
მირჩიეთ რა არის გამოსავალი... 500 ლარს ხომ არ გადავიხდი ამისთვის რაც არ არსებობს...
This post has been edited by G2009G on 11 Jun 2017, 23:28
|