სალამი ყველას!

ამ კითხვის გამო დავრეგისტრირდი ათიოდე წუთის წინ. მოკლედ ესეთი ამბავია: facebook გამიტეხა ვიღაცამ რამდენიმე წლის წინ და რაღაცები იმაიმუნა. mail.ru-ზე მქონდა ექაუნთი დარეგისტრირებული. mail.ru-ც დავიწყებული მქონდა და ბევრი ჩალიჩის მერე დავიბრუნე წვდომა მეილზე. მაგრამ ფეისბუქი პაროლის რესეტს რო გზავნის არ მოდის ამ mail.ru-ს ექაუნთზე, არადა ისევ ეს მეილია მიმაგრებული. სხვა ყველა მეილი მოდის მარტო ფეისბუქის security numbers არ მოდის. რაღაც ფილტრებიც ვნახე მარა არაფერი. ადმინისტრაციასაც მივწერე მარა მგონი მაგრად ეზარებათ რო დამეხმარნონ ან ჭაჭა უნდათ სანაცვლოდ. facebook-ს ხო არ ებრძვიან როგორც სჩვევიათ რუსულ კომპანიებს? ვინმეს მსგავსი პრობლემა ან რამე გამოცდილება თუ გაქვთ იქნებ გამიზიაროთ
P.S. თუ ეს თემა არასწორ სექციაში განვათავსე ისე ნუ წამიშლით რო სხვა მისამართი არ მომცეთ
მადლობა