ფანტაზია და მარჯვე ხელებიო ნათქვამია.
ქართული რეალობიდან გამომდინარე მე მაინც სამ ნაწილად დავყოფდი.
უნიჭო, მარტივი, გენიალური.
1) უნიჭო -> ეს არის კორუფციის ის სახეობა როცა საჯარო მოხელე "პატივს" სცემს მის მეგობრებს/ნაცნობებს/ნათესავებს და სანაცვლოდ კაი სუფრას და ქეიფს იღებს
კვირაში 7-ჯერ ან მინიმუმ 3-4-ჯერ მაინც. ანუ დაჭერით ვერავინ დაიჭერს, მაგრამ დიდ მოგებასაც ვერ ნახულობს, ბოლოს ამდენი ქეიფისგან შეიძლება გულმაც დაარტყას ან მუცელი გაუსკდეს

2) მარტივი -> რაღაც სერვისის სანაცვლოდ მოხელე იღებს ფულად ანაზღაურებას. ეს რამდენადაც მარტივია და გონივრული, იმდენად სახიფათო. აგერ ბოლო მოვლენების არ იყოს ერთი მცირე შეცდომა და დამთავრებულია ყველაფერი. თუმცა თუ კარგი სქემა გაქვს აწყობილი, 3-4 წელიწადში პენსიაზე შეგიძლია გასვლა
3) გენიალური -> მოხელე არც მეგობრებს ეხმარება და არც ფულად ანაზღაურებას იღებს. სტანდარტულად აკეთებს თავის საქმეს, 9-6 საათამდე ზის, ცოტას ზარმაცობს მაგრამ ასე თუ ისე პატიოსანი და მშრომელი კაცის სახელი აქვს. ვერც ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ, ვერც კორუფციაში. შეიძლება თქვან ### არისო, მაგრამ ამ მიდგომით შეიძლება 30-35 წელი რამდენიმე მთავრობა გამოიცვალოს მაგრამ ადგილი მაინც შეინარჩუნოს, ზემოდან წელიწადში 3-4-ჯერ კაი პრემიაც გაიფორმოს.
მე რასაც ვუყურებ ეს მესამე ვარიანტი უფრო ამართლებს. აგერ გადახედეთ ჩვენს პარლამენტარებს და აღმოაჩენთ რომ ბევრი მათგანი 90 წლებიდან მაგ შენობაშია და კი არიან არხეინად, ხან პარტიას გამოიცვლიან, ხან შეხედულებებს, მაგრამ ცხოვრება აწყობილი აქვთ.
აი ვინც ბლომად ფული იშოვა კიდევ 99% ან გადასახლებაშია ან მერე მოატანანიეს ან შიშით ქუჩაში ვერ დადის და ა.შ გამწარებული აქვს ცხოვრება.
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი