მოგესალმებით. გთავაზობთ ნაწყვეტს ნეტარი ავგუსტინეს წერილიდან. რას იტყვით აბა?
"მთავარი კითხვა მაშ მდგომარეობს არა იმაში, გადარჩება თუ არა ადამიანი რწმენითა და ღვთის მადლით, არამედ იმაში, წინ უსწრებს თუ არა ღვთის მადლი რწმენას... თუ ეს ასე არაა, მაშ რას გულისხმობს მოციქული, როცა წერს: 'მაგრამ ჯერ კიდევ არ შობილიყვნენ მისი ძენი და არც არაფერი ჩაედინათ - არც კარგი და არც ცუდი, რომ ქალს ეუწყა: „უფროსი დაემონება უმცროსს“. როგორც წერია: „იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“.(რომაელთა 9:11-13) მაშასადამე შეუძლებელია ადამიანმა ირწმუნოს, ჩაიდინოს კეთილი საქმეები თუ ღმერთი არ იხმობს მას თავისი მადლით... ზოგიერთი ფიქრობს, რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა იაკობი რომ კარგი იქნებოდა, ხოლო ესავი ცუდი, სწორედ ამიტომ ღვთის არჩევანს ძმებს შორის მათი ცხოვრების(საქმეების) წინასწარ განჭვრეტას აბრალებს. მე ასე არ ვფიქრობ. ასე რომ ყოფილიყო მოციქული ამას იტყოდა, მაშასადამე უნდა გავარკვიოთ რატომ გააკეთა ღმერთმა არჩევანი. პირიქით, სწორედ ამიტომ ახსნა მოციქულმა, რომ როცა ღმერთმა არჩევანი გააკეთა, მათ არც კარგი და არც ცუდი საქმე ჩადენილი არ ჰქონიათ. სწორედ ამიტომ ამბობს მოციქული: 'რათა აღსრულებულიყო განზრახვა ღვთისა მისი არჩევანის თანახმად, საქმეთა მიხედვით კი არა, არამედ მხმობელის ნებით'(რომაელთა 9:12), რათა არ გვეფიქრა, რომ არჩევანი ღმერთმა წინასწარგანჭვრეტილი საქმეების მიხედვით გააკეთა... მაშასადამე ესავი იყო ცუდი რადგან ღმერთმა მოაკლო მას მადლი, ხოლო იაკობი იყო კარგი, რადგანაც ღმერთმა წინასწარ აირჩია იგი და არ მოაკლო მას თავისი მადლი, რათა კარგი გამხდარიყო..." - ნეტარი ავგუსტინე, წერილი სიმპლიციანისადმი.
History and everything else...