ვაჰ ... და რა წერია აიმ "ნებისმიერ" სახელმძღვანელოში, ნეიროგენეზის შესახებ?!
მე როგორც მახსოვს, სადღაც 90-იან წლებში აღმოაჩინა პიტერ ერიქსონმა ცხოველის ჰიპოკამში ნეიროგენეზის მოვლენა, რომლის დეტალები და ნიუანსები ადამიანის ჰიპოკამპის შემთხვევისთვის ჯერ ისევ ბევრი რამ უცნობია და კვლევის პროცესშია...თუ შენ უკვე წინასწარ ყველაფერი ზეპირად იცი "ნებისმიერი სახელმძღვანელოებიდან" ?!

***
ახლა მათვისაც ერთი-ორი სიტყვა, ვინც არ თვლის თავს უგზო-უკვლო განათლებულად "ნებისმიერი სახელმძღვანელოებიდან":
... მგონი ნეიროგენეზის მექანიზმების კვლევისა და რეგულაციის მნიშვნელობაზე კომენტარები ზედმეტია, როცა საქმე ეხება თავის ტვინის ორგანული ტრამვებისა თუ პათოლოგიების და მათით გაპირობებული ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობას. რამდენადაც ცნობილია დიდი ხანი იყო გავრცელებული გამოთქმა, რომ ნერვიული უჯრედები არ აღსდგება გარკვეული ადრეული ასაკის შემდეგ. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, უახლესმა გამოკვლევებმა (Altman J., Das G.D. Autoradiographic and histological evidence of postnatal hippocampal neurogenesis in rats. J Comp Neurol 1965;124(3):319-35; Kempermann G. New neurons for 'survival of the fittest'. Nat Rev Neurosci. 2012;13(10):727-36) ცხადყვეს, რომ არა თუ აღსდგება, არამედ ნეირონული წარმონაქმნების განახლება და რეპროდუქცია შეიძლება ხანდაზმულ ადამიანშიც დაფიქსირდეს, რაც იმის დიდ პერსპექტივას აჩენს რომ მომავალში შემუშავებულ იქნას ნეიროგენეზის მექანიზმის რეგულირების ფარმაკოლოგიური(ან ფიზიოთერაპიული) მეთოდები, რომელსაც ექნება კონკრეტული ფსიქოტერაპიული ეფექტი სხვადასხვა ნერვიული და ფსიქიკური დაავადებათა მკურნალობისას.
This post has been edited by Stalker2005 on 16 Sep 2019, 15:11