#51060648 · 31 Jul 2017, 12:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Divergent
| QUOTE | ხო მარა 3 თვე ბევრია სტაჟირებისთვის ახლა გააჩნია რა სამსახურია |
არ არის ბევრი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ცოტაც იყოს, გააჩნია სფეროს. სტაჟირების მთავარი მიზანი არის კანდიდატის პროფესიული გაზრდა. და ახალგაზრდების უმეტესობას მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლება აქვს, რომელიც ხშირად განსხვავდება პრაქტიკისგან. დამსაქმებელიც არ არის ვალდებული რომ დატოვოს, თუ მის ინტერესში არ შედის. ამის გარდა, ხდება ისეც, რომ სტაჟიორები ვერ ქაჩავენ, თავს ვერ ართმევენ დავალებებს და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ვერ გააჩერებენ სამუშაოდ. ნორმალურ ორგანიზაციაში სტაჟიორი საკმაოდ ბევრ რამეს ისწავლის, მიუხედავად იმისა, დატოვებენ თუ არა სამუშაოდ.
მარტო თანხას რატომ უყურებთ, ბევრ ორგანიზაციას არ აქვს იმის ფინანსები რომ სტაჟიორებსაც მისცენ ანაზღაურება. მაგრამ არის არაფულადი წახალისების ათასნაირი საშუალება, რაც შეიძლება შესთავაზონ სტაჟიორს. გამოცდილების დაგროვება, რეკომენდაციები, გაცვლითი პროგრამები, მონაწილეობა გარკვეულ აქტივობებში და ა.შ. თუ კანდიდატს ასეთი რაღაცეები არ აინტერესებს, ეს ნიშნავს რომ მხოლოდ ანაზღაურებაზეა ორიენტირებული და ორგანიზაციის მიზნებს, ღირებულებებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. ჰოდა რატომ აიყვანენ და დაიტოვებენ ასეთებს ნორმალური დამსაქმებლები.
DachiDarchiashvili
| QUOTE | | - 1-3 თვე უხელფასო სტაჟირება მერე დასაქმება თუ მოეწონათ კადრი (როგორც ხმები მოდის ჩემამდე ამ სამი თვის შემდეგ უმეტესობა კომპანიებისა უშებენ და ახალი კადრი აყავთ, ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა) |
რაღა დადასტურება გინდა, გადახედე დასაქმების საიტებს, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების უმეტესობა წელიწადში რამდენჯერ აცხადებს სტაჟირებას. 3 თვეში პროფესიულად ვერ ჩამოყალიბდები. შეიძლება კონკრეტული მიმართულებიტ გაიღრმავო უნარები, ან უფრო კონკრეტულად განსაზღვრო შენი ინტერესის სფერო. ასევე შეიძენ კონტაქტებს, რომლებიც შემდეგ შეიძლება სხვა შესაძლებლობების მოძიებაში დაგეხმარნენ. და კიდევ ერთხელ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სტაჟირებაში მხოლოდ ანაზღაურების მიღების საშუალებას ხედავენ.
--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!! -- უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს. -- Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
|