მოკლე მონაკვეთს დავაკოპირებ ჩემი ნაშრომიდან

სამაგისტრო
მართვის ყველა ასპექტი თანამედროვე სამყაროში ეყრდნობა ინფორმაციას. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება გამომდინარეობს არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. იმისთვის კი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ საჭოროა მივიღოთ სწორი ინფორმაცია, რომელიც სწორად უნდა გავრცელდეს შემდგომ ორგანიზაციის შიგნით.
ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, კომპანიებმა მათში შემავალი ელემენტების სწორი შერჩევის შემდეგ აუცილებლად მოახდინონ მათთვის ხელსაყრელი და შესაფერისი პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის გამართვა, ინფორმაციული სისტემების ERP სისტემა. ERP არის ინფორმაციული სისტემა (Enterprise Resource Planing - საწარმოო რესურსების დაგეგმვის), რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და მენეჯმენტს საშუალებას აძლევს მართოს კომპანია, სხვადასხვა ბიზნეს პრაქტიკების და სტანდარტების გამოყენებით. როგორც წესი, ERP ერთიან უწყვეტ ჯაჭვში აერთიანებს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, მარაგების, დაგეგმვის, გაყიდვების, შესყიდვების, დისტრიბუციის და სხვა ბიზნეს ერთეულის პროცესებს. ERP სისტემა ახდენს კომპანიის მართვის ავტომატიზაციას. ეს ეხება როგორც პროგრამული უზრუნველყოფით ავტორიზებულ საკითხებს, ასევე ტექნიკურ-მატერიალური საკითხების ავტორიზებას რეფლექსურ დონემდე.
ERP სისტემის გამოყენებით კომპანიას შეუძლია მოთხოვნების და მომარაგების განჭვრეტა და ბალანსირება, შრომითი რესურსების ეფექტურად გამოყენება, საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვა და ანალიზი, აღრიცხვიანობის მოწესრიგება, თვითღირებულების და მოგების კონტროლი. მისი დანერგვის ძირითადი მიზეზი არის მომსახურების გაუმჯობესება, პროდუქტიულობის გაზრდა, ფასების შემცირება და ის ასევე ქმნის საძირკველს ეფექტური მომარაგებისთვის და ელექტრონული კომერციისთვის. ეს კეთდება გეგმის განვითარების საფუძველზე ისე, რომ საჭირო რესურსები - სამუშაო ძალა, საქონელი, და ფული - არის ხელმისაწვდომი საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.
ERP სისტემის მიზანია:
კომპანიაში აღრიცხვიანობის მოწესრიგება და კონსოლიდაცია;
სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
ფინანსური საკითხების სწორი და ეფექტური გადაწყვეტა;
ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვა/ფაქტიური ანალიზი, გადასახადების კონტროლი;
ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვა/ფაქტიური ანალიზი, გადასახადების კონტროლი;
რეალური თვითღირებულების და მოგების კონტროლის შესაძლებლობა;
კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობა კომპანიის მენეჯმენტისთვის და მფლობელებისთვის;
პროდუქტიულობა, ფასების შემცირება;
და ა.შ.