Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
ტექნიკური კონფერენცია
->
Android Club
->
Xiaomi/Meizu/OnePlus
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
Xiaomi Redmi Note 8 Pro
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4668
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#55431300
· 1 Nov 2019, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Xiaomi Redmi Note 8 Pro
https://www.gsmarena.com/xiaomi_redmi_note_8_pro-9812.php
https://www.devicespecifications.com/en/model/c35051e5
ტელეფონის ზოგად მიმოხილვას ვერ გავწვდები, რადგან არც ცოდნა მყოფნის, არც - ინტერესი. ამიტომ დავწერ იმ თვალსაზრისით, რაშიც მჭირდება ტელეფონი და რას ვითხოვ ტელეფონისგან.
ჯერ დადებითი:
ახალი ტელეფონი ასწორებს. წინა ტელეფონი ძალიან ცუდად ვიყიდე, რადგან არ გამითვალისწინებია, რომ 2017 წლის დასაწყისში არ უნდა იყიდო 2015 წლის დასაწყისში გამოსული ტელეფონი - პროგრამულადაც ჩამორჩენილია და ბატარეის რესურსსაც კრაჭუნი აქვს გასული. ამიტომ წინას ბატარეამ გამაწვალა, თუმცა ძალიან მოსახერხებელი UI ჰქონდა. ახლა გავითვალისწინე ეს შეცდომა და დავუმიზნე ახალ ტელეფონს. გადასარევი ტელეფონია, თამაშები და პროცესორის გაწურვის ექსტრიმი ნაკლებად მაინტერესებს, მჭირდება დიდი ეკრანი და ასე თუ ისე მყოფნის, Mi Max 4 აღარ გამოუშვეს და ამიტომაც ეს ავიღე. ხელში დასაჭერად მოსახერხებელია და ცალი ხელითაც კი შესაძლებელია გარკვეული ოპერაციების შესრულება. ოფისის ფაილებთან და კალენდართან სამუშაოდ ასე თუ ისე მოსახერხებელია (7 ინჩი აჯობებდა, მაგრამ რას ვიზამთ), კითხვისთვის - ძალიან კარგი. კამერა ალბათ უფრო კარგია, ვიდრე საშუალოდ კარგი, მაგრამ ტოპ კამერებთან შედარება უადგილოა. ვიღაცამ გააძრო გუგლის კამერის ბმულიც მაგრამ გაგეცინებათ და კამერის ხელით მომართვა და ასე პროფესიონალურთან მიახლოებული ხმარება, როგორც ხალხი ხმარობს, არ ვიცი და ვერ დავამუღამე და მაინცდამაინც არც მაინტერესებს. ვკმაყოფილდები იმით, რომ ყველაზე კარგი კამერაა, რაც კი მქონია.
შესამჩნევად სწრაფია ფაილების ჩაწერაში, თითის ანაბეჭდის წამკითხველი ფენომენალურად სწრაფია, NFC ნორმალურად მუშაობს, ერთადერთი BT ვერ დავამუღამე - ყოველ ჯერზე მანქანას თავიდან უნდა დავაკავშირო და რა უნდა, ვერ ვხვდები. ეკრანზე დამცავი არ მაქვს (ჯერ ვერ მოვასწარი) და ტელეფონი 2-3-ჯერ დამივარდა და ეკრანით დაასკდა მეტლახს, მოზაიკას და ასფალტს და აბსოლუტურად არაფერი არ მოსვლია, ისევ სარკესავითაა. უკანა შუშის ზედაპირიც ასწორებს, ლამაზია. - ეს ფიზიკური მხარე, სადაც შენიშვნები არ მაქვს, გარდა ეკრანის ზომებისა და 2 რადიომოდულის არარსებობისა. ერთადერთი, მართლა მოუხერხებელია შალითადან გამოწეული კამერის ბლოკის ბუდე და სულ იმის მეშინია, რო ლინზა არ დაიკაწროს.
ახლა უარყოფითი:
პრეტენზიები უმეტესად პროგრამულ მხარეს შეეხება, ფიზიკურად ყველაფერი ასე თუ ისე ერთი ჯანდაბაა. მიუხედავად თვალისმომჭრელი გაფორმებებისა, მოუხერხებელი UI-ია. ძალიან მოუხერხებელია კონტაქტების და ტელეფონის აპი. ჯერ ერთი, გაუგებრობას იწვევს ის, რომ ისედაც მოჰყვება ჩაშენებული google contacts და საკუთრი contacts app-იც აქვს, სადაც, მე რომ მკითხო, ჯერ ერთი, ფუნქციების ურთიერთგადაფარვაა და მერე მეორე, უსაზიზღრები აპლიკაციაა. ელემენტარულიც კი უაზრობამდე გართულებულია. პროგრამის ხატულაზე დაჭერისას აღმოჩნდებით ჩანართზე recents, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ისტორია, არადა დახედვით ზუსტად ისტორიის შთაბეჭდილება იქმნება. ისტორიაც ძალიან მოუხერხებლადაა ორგანიზებული: ჯერ ერთი, რატომღაც ცალკეა გატანილი გამოტოვებული ზარები, მერე მეორე, თითოეულ ჩანაწერზე დაჭერისას, ინფორმაცია რო ჩამოიშლება, ზარის დრო კი არ ეწერება ეგრევე, რამდენიმე ოფციაა მხოლოდ და ზარის დროის და თარიღის გასადებად კიდევ ერთი დაჭერა გიწევს - მესამე მოქმედებით უნდა შეხვიდე. გარდა ამისა, რო შეხვალ, გგონია, რო იმ კონტაქტთან სრული ისტორია დაგხვდება და - მსგავსი არაფერი - ამ კონკრეტული ზარის დრო და თარიღი წერია, მეტი არაფერი... შედარებაც კი არ შეიძლება ასუსის UI-სთან, იმდენად პირველყოფილი მოუხერხებლობაა. ასუსის UI-ის დამწერი თითქოს წინასწარ ხვდებოდა, რა სჭირდება ადამიანს და აქ თავი უნდა იმტვრიო და ნახევარი დღე დახარჯო, რო ჯერ გზა გაიგნო, რა სადაა და მერე - ავტომატიკაში გადაიყვანო და 3 და 4 მოქმედებად აკეთო, რაც 1 დაჭერითაა შესაძლებელი.
ცალკე ღადაობაა შემომავალი ზარის sms-ით უარყოფა: შემოდის ზარი ერთ სიმზე, ტელეფონი გთავაზობს sms-ით ზარის გაჩერებას და ამ sms-ს გზავნის... მეორე სიმით :D ერთი დამანახა, ასეთი ყოვლადწმინდა იდიოტობა რომელი ჩინელის ტვინის შემოქმედებითი პროდუქტია. თვითონ sms-ის აპიც ძაან დაულაგებელია - იმდენად რთულადაა მენიუ ორგანიზებული, თავგზა აგებნევა ადამიანს.
ასევე ფაქტიურად არ არის direct call ფუნქცია - ანუ კონტაქტის ხატულის დამატება დესკტოპზე ერთი დაჭერით დარეკვის მიზნით. კონტაქტის ხატულა ემატება, შემდეგ: 1. შედიხარ შიგ; 2. ირჩევ ნომერს, რომელზე დარეკვაც გინდა და აწვები; 3. მაინც გეკითხება, რომელი სიმით დარეკოს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მითითებული გაქვს და ამ კონტაქტისთვის ნაგულისხმევზე დაყენებული.
ზარის დროს საერთოდ თიშავს ინტერნეტს. თავიდან ვიფიქრე, იქნებ 3G-ზე ჩამოვიდესმეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი - თიშავს და მერე რთავს.
ამ მინუსების გამო ვფიქრობ, რომ ჯობდა ალბათ სუფთა ანდროიდი ყოფილიყო და ვაიბერის თუ ვათსაპის 2 ანგარიშით მარიაჟობის მაგივრად 2 რადიომოდული ჰქონოდა ტელეფონს და ერთი სიმბარათით ლაპარაკისას მეორე სიმზე შემოსული ზარები არ დაეკარგა ადამიანს, მაგრამ რაც არის, არის.
კიდევ, 2-ჯერ ლაპარაკის დროს გადაიტვირთა. ვერ ჩავწვდი...
ბატარეა კარგია. იმდენ ხანს მქონდა სუსტი ბატარეა, კარგი ბატარეის გემო დამავიწყდა. თამაშებს არ ვთამაშობ, არ მაინტერესებს და არც ვიცი, GPU და ბატარეა რისი გამქაჩავია. საოფისე ხმარებით მინიმუმ, სულ მცირე, 1 დღე მყოფნის. არ ვტენი 95-ზე ზევით და არ ჩამომყავს 15-ზე ქვევით. ღამე არ ვტოვებ. 2 დღეც გაუძლია და მგონი 3-იც, მაგრამ ვცდილობ, რო მოვუფრთხილდე. დატენვის განმავლობაშიც არ ვიყენებ.
ცალკე პრობლემად უნდა გამოვყო 2 სიმბარათის საკითხიც. მართლა და მართლა რა გადაუჭრელი პრობლემა და რა უბედურება გახდა ამ 2019 წელს მწარმოებლებისთვის 2 რადიომოდულის ჩადგმა, რო სრულფასოვნად მუშაობდეს ორივე სიმი. ადრე HTC უშვებდა ნორმალურ ორსიმიანებს და ახლა არ ვიცი, ვინ უშვებს, საიტებზე კიდე 2-სიმიანებს dual stand-by და dual active dual call სულ შეცდომებით წერია და ცოცხლად უნდა გადამოწმება და მაგის თავი ვის აქვს. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ M7-ის ნაირი კარგი ტელეფონი მართლა არ მქონია.
ესეც გუგლის კამერის ბმულები:
https://www.cyanogenmods.org/category/google-camera/
https://www.cyanogenmods.org/google-camera-redmi-note-8-pro/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6340
წევრი No.: 127045
რეგისტრ.: 5-February 11
#55548946
· 2 Dec 2019, 19:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ
სისწრაფითაც ,კამერითაც და ვიდითაც
287000 აიღო ანტუტუში
ს9,ს9+ ებს დაუბაბანა :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ANDRO__WALKER
Super Member
ჯგუფი: Registered
ANDRO__WALKER
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 150
წევრი No.: 206649
რეგისტრ.: 20-August 15
#55555471
· 4 Dec 2019, 14:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(RecoNMan @ 2 Dec 2019, 19:03 )
ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ
სისწრაფითაც ,კამერითაც და ვიდითაც
287000 აიღო ანტუტუში
ს9,ს9+ ებს დაუბაბანა :დ
რაში დაუბაბანა? ანტუტუს ქულებით ნუ საზღვრავთ რა
რამაინტერესებს. ბიუჯეტური ქსიაომის მძ*ნერი სენსორივით აქვთ ამ მოდელებსაც(მაგ მი ა2)
:eek:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Temo_x
Super Member
ჯგუფი: Registered
Temo_x
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 380
წევრი No.: 194901
რეგისტრ.: 7-December 14
#55558974
· 5 Dec 2019, 13:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩვეულებრივი redmi note 8 როგორი ტელეფონია 600ლარში? სხვა ალტერნატივა არის რამე?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 144060
რეგისტრ.: 8-March 12
#55562028
· 6 Dec 2019, 11:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იტოკში ან redmi note 8 pros davitrev მაინც ახალი მედიატეკის პრიცესორია და სწრაფია და გეიმინგის პონტში მაგარია კამერაც კაი უნდა ქონდეს ან დავითრევ mi9 lites egec kaia
* * *
QUOTE
(JSB14BSJ @ 1 Nov 2019, 01:01 )

რა სისულელეს იძახი? ხალხიშეცდომაში შეგყავს ბრატ .. miui aris პირველ ყოფილური და მოურგებელი? ყველაზე თესლიui არის რაც მქონია სამსუნგ ჰუავეი ასუსიც მოტოროლა ყველას ტყნავს! ნუ წერთ რაღაცას რო ვერ გაიგებთ ან ვერ დაამუღამებთ იმას რო ცუდია და მორჩა ყველაზე სწრაფი ui აქვს xiaomis...
+ რო გირეკავენ ტელეფონზე ინტერნეტი ყველა ტელეფონზე ითიშება რადგან voelt არ გვაქბს საქართველოში ჯერჯერობით ეგ მიუის ბრალი არაა სმს ძაან ადვილად აქვს ამ ას თუ ვერ უმუღამებ ფანრიანი ნოკია იყიდე უქ უფრო ქვისხანურად ააქვს ყველაფერი :)
* * *
QUOTE
(Temo_x @ 5 Dec 2019, 13:30 )
ჩვეულებრივი redmi note 8 როგორი ტელეფონია 600ლარში? სხვა ალტერნატივა არის რამე?
ძან კაირგი გადაწყვეტილებაა მაგ ფასში
* * *
QUOTE
(ANDRO__WALKER @ 4 Dec 2019, 14:50 )
QUOTE
(RecoNMan @ 2 Dec 2019, 19:03 )
ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ
სისწრაფითაც ,კამერითაც და ვიდითაც
287000 აიღო ანტუტუში
ს9,ს9+ ებს დაუბაბანა :დ
რაში დაუბაბანა? ანტუტუს ქულებით ნუ საზღვრავთ რა
რამაინტერესებს. ბიუჯეტური ქსიაომის მძ*ნერი სენსორივით აქვთ ამ მოდელებსაც(მაგ მი ა2)
:eek:
რათქმაუნდა არუნდა განსაზღვრო ქულებით მარა ს9 ს სისწრაფიდ ჯობია და ეგ დააფიქსირა ამკაცმა ანტიტუში რო ასწრებს ვიდეოებიც დევს სისწრაფიით ტყნავს დანარჩენი გემოვნებაზეა დიზაინი და ფუნქციები წნევსი გაზომვა თუ გინდა იყიდე სამსუნგი :)
This post has been edited by
modzmana
on 6 Dec 2019, 11:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
წერილები: 13197
წევრი No.: 20952
რეგისტრ.: 19-June 06
#55564102
· 6 Dec 2019, 21:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხვალ ვაპირებ ამ მონასტრის დათრევას
-------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 144060
რეგისტრ.: 8-March 12
#55566197
· 7 Dec 2019, 18:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაუმარჯოს მოკლედ რედმი ნოთე 8 პროს კამერების ინფორმაცია მომაწოდეთ რა 4 კამეეა რო აქვს 64 8 და 2 2 რა რას აკეთებს და ღამე თუ იღებს კარგად ჰუავეისაც როგორც აქვს კაი ღამის გადაღება და კიდევ სლოვ ვიდესო გადაღება თუ კარგი აქვს და იოლი ფორმებით??
* * *
64 MP, f/1.9, 26mm (wide), 1/1.7", 0.8µm, PDAF
8 MP, f/2.2, 13mm (ultrawide), 1/4", 1.12µm
2 MP, f/2.4, 1/5", 1.75µm
(dedicated macro camera)
2 MP, f/2.4, 1/5", 1.75µm, depth sensor
Features LED flash, HDR, panorama
Video 2160p@30fps, 1080p@30/60/120fps, 720p@960fps, gyro-EIS
აბა დასცხეთ ინფორმაცია მინდა დეტალებში :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6340
წევრი No.: 127045
რეგისტრ.: 5-February 11
#55576253
· 10 Dec 2019, 17:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სლო მოუს გადაღება კარგი აქვს და ღამის ვერა
64 კამერა აქვს ყველაზე კარგი
პორტრაიტიც ნორმალური
(IMG:
https://img.forum.ge/JAijjiWvi_8qd.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
modzmana
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 144060
რეგისტრ.: 8-March 12
#55579883
· 11 Dec 2019, 15:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო სპასიბა მაგრამ მი 9 ლაითის 48 ც იგივეა თითქმის და მაგას ვყიდულობ უფრო კარგად ჯდება ხელში დახვეწილი სუპერ ამოლედით :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
RecoNMan
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6340
წევრი No.: 127045
რეგისტრ.: 5-February 11
#55581113
· 11 Dec 2019, 21:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(modzmana @ 11 Dec 2019, 15:31 )
ხო სპასიბა მაგრამ მი 9 ლაითის 48 ც იგივეა თითქმის და მაგას ვყიდულობ უფრო კარგად ჯდება ხელში დახვეწილი სუპერ ამოლედით :)
აი ზუსტად ეგ ორი პრობლემა მაქ ამ მობილურთან
ძაან დიდია და + ამოლედ არაა
ლაითს მი9 ტ იყიდო სჯობს ისე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mikheill1
Crazy Member
ჯგუფი: Members
mikheill1
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4679
წევრი No.: 213558
რეგისტრ.: 1-February 16
#55605182
· 17 Dec 2019, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს გავტესტე ეს სმარტი და მაგარი სიმახინჯეა. ისე სურათს მაგრად იღებდა. დანარჩენი არაფერი არ მომეწონა ამ ტელეფონის.
Xiaomi Mi 9T ჯობია ბევრად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Giii
Member
ჯგუფი: Registered
Giii
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 254041
რეგისტრ.: 3-December 19
#55605308
· 17 Dec 2019, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კარგა გემრიელად ჭედავს ეს ტელეფონი. ანიმაციებში აშკარა ლაგები აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
წერილები: 13197
წევრი No.: 20952
რეგისტრ.: 19-June 06
#55623407
· 22 Dec 2019, 15:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Giii @ 17 Dec 2019, 23:04 )
კარგა გემრიელად ჭედავს ეს ტელეფონი. ანიმაციებში აშკარა ლაგები აქვს
ერთი კვირაა ვხმარობ და დაფრინავს, ჟესტებიც არ ჭედავს საერთოდ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Giii
Member
ჯგუფი: Registered
Giii
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 254041
რეგისტრ.: 3-December 19
#55623555
· 22 Dec 2019, 16:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Hounddog @ 22 Dec 2019, 15:18 )
QUOTE
(Giii @ 17 Dec 2019, 23:04 )
კარგა გემრიელად ჭედავს ეს ტელეფონი. ანიმაციებში აშკარა ლაგები აქვს
ერთი კვირაა ვხმარობ და დაფრინავს, ჟესტებიც არ ჭედავს საერთოდ
Swipe up-ს რომ ვაკეთებ ყოველჯერზე ლაგავს. ეკრანის დამცავი ავაძერი მეთქი მაგის ბრალია მაგრამ არ უშველა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
Hounddog
Magrad Vigijet
ჯგუფი: Members
წერილები: 13197
წევრი No.: 20952
რეგისტრ.: 19-June 06
#55625733
· 23 Dec 2019, 00:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Giii
რავი ვაფშე არ მაქვს არანაირი პრობლემა...
რამდენი მოდელი მქონია ქსიაომის, ერთი მილიონჯერ მაქვს დაპრაშივკებული ბევრი მოდელი და ამაზე სწრაფი და smooth არცერთი არაა
დაჟე მაღაზიებში რომ ვტესტავდი ტელეფონებს რედმი ნოუთ 8 პრო გაცილებით მომეწონა სისწრაფის და თაჩის მხრივ იმავე მი9ტ-სთან შედარებით
This post has been edited by
Hounddog
on 23 Dec 2019, 00:25
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
Xiaomi/Meizu/OnePlus
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0415 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.