ხალხი უკვე ყოველდღე იხოცება ხელიდან გასული ღორების გამო და
საზოგადოება ვითომც არაფერი
პოლიცია ვითომც არაფერი
კანონმდებლობა ვითომც არაფერი
ზარალი ვითომც არაფერი..
სამაგიეროდ მთელი ერი ფეხზე დგება ვიღაცა ნარკომანის ან მიგრანიტს დასაცავად ან დასასჯელად.
"ოთხი შვილის დედა, 5 წლის გოგონასთან ერთად, დანარჩენი შვილების თვალწინ მოკლა..." 2017, 06 აგვისტო, 12:08 "დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. კიდევ კარგი დანარჩენმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს. მაგრამ მათთვისაც რამხელა სტრესია, საკუთარი თვალით ნახეს ეს საშინელება. უფროსმა გოგონამ დაურეკა მამას, - გვიშველე, დედას მანქანა დაეჯახაო..."სურამში ავტოსაგზაო კატასტროფას კიდევ ერთი ლამაზი დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ფეხითმოსიარულეთა გაზონზე შევარდნილმა მანქანამ 37 წლის ჩოხატაურელი შორენა მეგრელიშვილი და მისი 5 წლის გოგონა შეიწირა. შორენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ უნგიაძის მეუღლე იყო. ის კურორტზე
https://www.kvirispalitra.ge/public/36255-q...sin-moklaq.html***
ქუთაისში ავარიას ქალბატონი ემსხვერპლა 12:49 06-08-2017 ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ქუთაისის "სპეციალური სერვისების" თანამშრომელი გარდაიცვალა. 60 წლამდე ასაკის ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას გვიდა.,,სწრაფად მოდიოდა მანქანა და ქალს, რომელიც ქუჩას ასუფთავებდა, დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ თვითმხილველები.
შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, გამყოფი ზოლის პირზე მოხდა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ექსპერტიზა უტარდება ავტომობილის მძღოლსაც.
როგორც ,,სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანაძე აცხადებს, გარდაცვლილი ქალბატონი სოციალურად დაუცველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.
,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. როგორც ვიცი, ქალბატონის სოციალური მდგომარეობა მძიმე იყო და ის ოჯხის ერთადერთი მარჩენალი იყო", - ამბობს "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე არჩილ ჭავჭანიძე.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...mskhverpla.htmlწინადღეს ბათუმში გაიტანეს დედა-შვილი ზებრაზე და ასე ყოველდღე..
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“