ბავშობაში ურეკში ვარ ერთხელ ნამყოფი ისიც ძალიან დიდი ხნის წინ მგონი 1992 წელი იყო. მაშინ პატარა ვიყავი

ეხლა გავლით ვიყავი ურეკში და ვერ ვიპოვე გრძელი სახლი ვაბშე ვერ ვიცანი ურეკი.
მახსოვს იყო დასასვენებელი ალბათ სანატორიუმი ერთსართულიანი გრძელი სახლი საბჭოთა ტიპის ერთსართულიანი შენობა ამ შენობის ბოლოში იყო სასადილო. ეს შენობა სიგრძეში იქნებოდა ალბათ 30 მეტრამდე შეიძლება მეტი ან ნაკლები, თითო ოჯახზე ორი ოთახი იყო და წინ ზღვის მხარეს პატარა ბალკონი ჰქონდა თავის კიბეებით ასე 5-6 საფეხური ანუ ძალიან ბევრი კიბე ჰქონდა სახლს ერთ ოჯახზე მოდიოდა ერთი ბალკონი და კიბე ანუ სახლი იყო მრავალბალკონიანი და კიბიანი.
ბალკონის სიმაღლე არ აღემატებოდა მიწიდან 1 მეტრს და ამ სახლის წინ პარალერულად გაყოლებაზე პატარა მოასფალტებული გზა იყო იქვე პალმები ნაძვნარი და მაგნიტური ქვიშიანი პლიაჟი იყო ალაგალაგ წიწოვანი ხეები და ასე 60-70 მეტრში ზღვა . მახსოვს პლიაზჟზე გასახდელებიც იყოო ოთხკუთხედი ბეტონში ჩაშენებული შუშები
სახლის ბალკონებიდან ზღვა მოჩანდა ცოტა მოშორებით საკაიფო ხედი ჰქონდა.
ამ გრძელი შენობის უკან იყო წიწოვანი ხეები და პატარა სკვერი იყო და წყლის ფანტანები მახსოვს თეთრხალათიანი ადამიანები დადიოდნენ ალბათ იქვე პოლიკნინიკის მაგვარი რამ იყო ასევე მახსოვს სავარჯიშო პატარა დარბაზი ხეზე იყო მიმაგრებული ხმის გამაძლიერებელი დინამიკის მაგვარი და რაღაცას აცხადებდნენ. ეს ის პერიოდია აფხაზეთში რომ ომი იყოო.
მახსოვს ეს დასასვენებელი სახლიც საკმაოდ დაძველებული იყო უკვე 90 ანის დასაწყიშში გრძელი ერთსართულიანი შენობა ეს ჩამრჩა მეხსიერებაში.
ეს სახლი აღარ არსებობს ?
ვიფიქრე გავიხსენებ ბავშობას ურეკის მიწაზე დავდგი თუ არა ფეხი ვერ ვიცანი უქაურობა
მოდერ გათხოვ არ დაკეტო რა თემაა
This post has been edited by gray*wolf on 3 Aug 2017, 21:33